მაგნიუმის მალამო სახლში მარტივად მზადდება და ეფექტურად ებრძვის სახსრებისა და კუნთების ტკივილს
მაგნიუმის მალამოს გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა ამ მინერალის ყველა სარგებლის ასათვისებლად. ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც კვლევაში მონაწილეენი ყოველ დღე იყენებდნენ მაგნიუმის ზეთს.
ოთხი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 75%-ს მაგნიუმის დონე საგრძნობლად აეწით.
შემოგთავაზებთ მაგნიუმის ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. მალამო მოგიხსნით შეშუპებასა და ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას.
მაგნიუმის ზეთი ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ტკივილის შემსუბუქებას და ასევე კანს იცავს მზის დამწვრობისგან.
მაგნიუმის ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მაგნიუმის სულფატი 75 გრ
- ცხელი წყალი 3 ს. კ
- არარაფინირებული ზეითუნის ზეთი 100 მლ
- დაჭრილი ცვილი 2 ს. კ.
- შიის ან ქოქოსის ზეთი 100 მლ.
მომზადების წესი:
მაგნიუმის სულფატი მოათავსეთ ფინჯანში, დაასხით ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. ავოკადოსა და შიის ზეთები აურიეთ, დაამატეთ დაჭრილი ცვილი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
მომზადებული მასა გააგრილეთ, ნელ-ნელა დაამატეთ მაგნიუმის სულფატისა და წყლის ნარევი და ხელის მიქსერით აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შედეთ მაცივარში.
მაგნიუმის ზეთი გამოსაყენებლად ვარგისია 2-3 თვე. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.