ყველაზე გემრიელი სასმლის ყველაზე მარტივი რეცეპტი. ის, რაც ენერგიას შეგმატებთ

896

ამ სასმელს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის ხომ კოჭას შეიცავს. ეს სასმელი კარგი საშუალება ფაღარათის, გრიპის და გაციების დროს, ის გულისრევის შეგრძნებას ხსნის და მადას აუმჯობესებს.

თქვენ დაგჭირდებათ:
4 ჭიქა წყალი
2 ს/კ ახალი კოჭას დაქუცმაცებული ფესვი
2 ს/კ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი
2 ს/კ თაფლი (შეგიძლიათ შაქარი დაამატოთ)

აურიეთ ერთმანეთს წყალი და კოჭა საშუალო ზომის ქვაბში და მაღალ ცეცხლზე დადგით, ადუღების შემდეგ, ნარევი დაბალ ცეცხლზე, 1 საათის განმავლობაში მოხარშეთ. მოხსენით თავსახური და მოხარშვა 30 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ. ამის შემდეგ, წყლიდან კოჭა ამოიღეთ, დაამატეთ ლიმონი, თაფლი და მასას კარგად აურიეთ. გაციების დროს, ეს სასმელი ორგანიზმს ძალიან კარგად ათბობს, ხოლო ზაფხულში, მისი დალევა გაზიან მინერალურ წყალთან და ყინულის კუბიკებთან არის რეკომენდირებული.

ამ სასმელს მშვენიერი არომატი აქვს. საბავშვო დღესასწაულებზე კი, ეს ლიმონათის კარგი ალტერნატივაა.

frenis kompensacia
frenis kompensacia