წარმოგიდგენთ 5 საკვებ პროდუქტს, რომელიც ცილის მაღალი შემცველობის ხარჯზე წმენდს სისხლძარღვებს და აძლიერებს კუნთებს
სისხლძარღვები გულთან ერთად წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სისხლის მიმოქცევის ორი - დიდი და მცირე - ჩაკეტილი წრის მეშვეობით ადამიანს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, უჯრედებიდან კი ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი დაშლის საბოლოო პროდუქტები გამოაქვს.
ცნობილია სამი სახის სისხლძარღვები: არტერიები, კაპილარები და ვენები.
5 პროდუქტი, რომელიც გაწმენდს სისხლძარღვებს.
1. კინოა – ფინჯანი შეიცავს 11 გრ ცილას
- დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კიონა-სასარგებლო, მაღალი საკვები ღირებულებით გაჯერებული მარცვლეული.
- კინოა ვეგანური კერძისთვის კარგი საფუძველია და გემრიელი საუზმეც გამოგივათ ხილთან და მცენარეულ რძესთან ერთად.
2. ოსპი – ერთი ფინჯანი შეიცავს 17,9 ცილას
- ოსპი ცილით მდიდარი საკვები პროდუქტია.
- რეკომენდებულია სხეულის თითოეულ კილოგრამზე 0,8 გრ ცილის მიღება.
3. ლობიო – ფინჯანი შეიცავს 12-15 გრ ცილას
ფინჯანი ლობიო (შავი, წითელი, მაში (კუჭშავა ლობიო), პინტო) შეიცავს 12-15 გრ ცილას. დაამატეთ ის კვების რაციონს და გაიმდიდრეთ ორგანიზმი ცილით.
4. 10 გრ სპირულინა შეიცავს 6 გრ ცილას
ამ მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარეებს აქვს ბიოშეღწევადი სრული ცილა, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავებს. ბუნებრივ პროდუქტთა შორის იგი შეიცავს ცილის ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს. შედეგად, იგი მცენარეული ცილის ამოუწურავი წყაროა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.
5. 3 სუფრის კოვზი კანაფის თესლი შეიცავს 16 გრ ცილა
კანაფის თესლი მდიდარია ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. კანაფის თესლი კიდევ ერთი ბიოშეღწევადი ცილაა. შეგიძლიათ ცილით გაჯერებული ეს პროდუქტი მცირე რაოდენობით დაამატოთ კერძებს, სალათებს, სმუზებს.
მცენარეული ცილის ბუნებრივი წყაროებია:
- კომბოსტო 4,5%
- სოკო 3,8%
- ოხრახუში 3,4%
- მწვანე პიმპილი 2,2%
- იასმნისფერი კომბოსტო 2,2%
- ყვავილოვანი კომბოსტო 4,0%
- კიტრი 2,4%
- პამიდორი 1,8%
არ ინერვიულოთ თუ არ გიყვართ ხორცი, კვერცხი და რძის ნაწარმი, მიიღეთ მცენარეული პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ცილით, შეივსეთ მისი დეფიციტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.