როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თვალების გარშემო კანს ახალგაზრდობა ერთი ზეთის დახმარებით? საინტერესოა

534

როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თვალების გარშემო კანს ახალგაზრდობა ერთი ზეთის დახმარებით? საინტერესოა

აბუსალათინის ზეთი ფლობს გასაოცარ და ეფექტურ მახასიათებლებს. ის კოსმეტოლოგიაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ეს ზეთი შეუფასებელია თმის, წამწამების, წარბების მოსავლელი ნიღბებისთვის.

მას ასევე გამოიყენებენ სახის კანის მოსავლელად. ამ ზეთის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ შრება და არ წარმოქმნის ერთგვარ ბადეს, ის მარტივად შეიწოვება კანის მიერ.

აბუსალათინის ზეთი ძალიან კარგად უმკლავდება მცირე ნაოჭებს, კვებავს და არბილებს მშრალ და მგრძნობიარე კანს. დადებითი შედეგების დანახვა კი თქვენს კანზე ერთი თვის გამოყენების შემდეგაც არის შესაძლებელი, თუმცა თქვენი კანი მეორე დღიდანვე უფრო პრიალა და სწორი იქნება.

ის ასევე გამოგადგებათ ქუთუთოების კანის მოსავლელად, რომელზეც როგორც წესი ყველაზე ადრე ჩნდებიან მცირე ნაოჭები, ის ასევე წამწამების გასაზრდელადაც გამოიყენება

დაძინებამდე თხელ ფენად შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი.  მთელი ღამით დაიტოვეთ და დილით ნახავთ, რომ შეშუპება მოგეხსნებათ, კანი გაგიმკვრივდებათ. შემოთავაზებული საშუალება ატენიანებს და კვებავს კანს.

შემოგთავაზებთ აბუსალათინის ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • აბუსალათინის ზეთი 1 დესერტის კოვზი
  • ზეთოვანი E ვიტამინი 5 წვეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კაფსულებიც)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. დააყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ კი ნიღაბის ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.

გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თვალების გარშემო კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ, წვრილი ნაოჭები გაგისწორდებათ და შეშუპებაც მოგეხსნებათ.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები