არასდროს შეარყიოთ ბავშვი! აი, რატომ იწვევს მშობლის გაუაზრებელი ქმედება ფატალურ შედეგს

2618
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თოთო ბავშვები ძალიან სუსტები არიან და მათი მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ბავშვის ხელში აყვანა და შერყევა მასზე საშინლად მოქმედებს, ხშირად ამ ქმედებით მშობლები ბავშვის მიმართ გაბრაზებას გამოხატავენ, ეს კი დაუშვებელია.

ბავშვის შერყევამ შესაძლოა მის ტვინში პრობლემები გამოიწვიოს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. ბავშვის კისრის ძვლები ჯერ განუვითარებელი და სუსტია, რაც ასეთ ზეწოლას ვერ უძლებს და არის იმის საშიშროება, რომ შერყევამ ბავშვის სიცოცხლე შეიწიროს.

მსგავსი პრობლემა 5 წლამდე ბავშვებში იჩენს თავს და იწვევს:

ტვინის შერყევას;
ცერებრალურ დამბლას;
დაბრმავებას;
პარალიზებას;
სიკვდილს.

ხშირად მშობლები ბავშვის გასართობად მაღლა აგდებენ და ხელში იჭერენ, შერყევის გარდა შესაძლოა ამანაც ძალიან სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმში.

არსებობს რამდენიმე მიმანიშნებელი სიმპტომი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ ბავშვის შერყევამ პრობლემა გამოიწვია. ეს სიმპტომებია:

გაღიზიანება;
მადის დაქვეითება;
გუგების გაფართოვება;
კვების პრობლემა;
სუნთქვის გაძნელება;
ღებინება;
სისხლჩაქცევები თვალებთან;
კომა.

თუ ბავშვზე რაიმე მსგავსს შეამჩნევთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ამის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია.

frenis kompensacia
frenis kompensacia