იცით, რომელი სიმპტომები მიგითითებთ, რომ ავტოიმუნური დაავადების  წინაშე ხართ? გაეცაცით გულდასმით სტატიას.

257

იცით, რომელი სიმპტომები მიგითითებთ, რომ ავტოიმუნური დაავადების  წინაშე ხართ? გაეცაცით გულდასმით სტატიას.

ავტოიმუნური პათოლოგია იმუნური სისტემის ისეთი დაავადებაა, როდესაც ორგანიზმი საკუთარ ქსოვილებზე შეტევას ახორციელებს.

  • ავტოიმუნური დაავადება შეიძლება სხვადასხვა მექანიზმით იყოს გამოწვეული;
  • სიმპტომები მრავალნაირია, რაც დამოკიდებულია დაავადების სახეზე და იმაზე, თუ ორგანიზმის რა ნაწილია დაზიანებული;
  • ავტოიმუნური დაავადების დასადასტურებლად მრავალი სისხლის ტესტი გამოიყენება;
  • ავტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება წამლები, რომლებიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას.

იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ისეთი აგენტებისგან, რასაც ის უცხოდ და საშიშად აღიქვამს. ასეთი აგენტებია მიკროორგანიზმები, პარაზიტები (როგორიცაა ჭია), კიბოს უჯრედები და გადანერგილი ორგანოები და ქსოვილები.

ნივთიერებას, რომელსაც იმუნური სისტემის სტიმულაცია შეუძლია, ანტიგენი ეწოდება. ანტიგენები მოლეკულებია, რომლებსაც უჯრედები (როგორიცაა ბაქტერია, ვირუსები ან კიბოს უჯრედი) შეიცავს ან მათ ზედაპირზეა მოთავსებული.

თქვენ უნდა შეგეძლოთ იმ ნიშნების ამოცნობა, რომელიც იმუნური სისტემის ფუნქციების გაუარესებაზე შეიძლება მიგანიშნებდეთ:

1. თავის ტკივილი და ყურადღების პრობლემები

თავის ტკივილი და ყურადღებისა და კონცენტრაციის პრობლემები ძილის ნაკლებობასთან და სტრესთანაც ასოცირდება, თუმცა ისინი ლუპუსის ან ანემიის სიმპტომები შეიძლება იყოს.

2. გამონაყარი, ფსორიაზი, დერმატიტი

თუ კანის პრობლემები ცნობილი მეთოდების გამოყენებით არ გაგიქრებათ, მაშინ ექიმს უნდა ესტუმროთ, რადგან მსგავსი სიმპტომები ფსორიაზის, ანემიის და სკლეროდერმიის ქონის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

3. ალერგიული ასთმა

უახლესი კვლევების მიხედვით ასთმა ავტოიმუნური დაავადებების საბაზისო სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს.

4. გადაღლილობა და ჰიპერაქტიურობა

ეს სიმპტომები ძალიან ხშირად ახასიათებს თითქმის ყველა ავტოიმუნურ დაავადებას და როგორც წესი დიდ ნიშნად ითვლება. თუ ენერგიის ასეთ მკვეთრ ცვლილებას შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს.

5. კუნთების ტკივილი და სისუსტე

ქრონიკული კუნთების ტკივილი და სისუსტე არ უნდა დააიგნოროთ, რადგან ეს შეიძლება ჰეპატიტის, ჰაშიმოტოს დაავადების, ფსორიაზის ან რეუმატოიდული ართრიტის სიმპტომი იყოს.

6. მუცლის კრუნჩხვები, გაზები, შებერილობა, დიარეა და შეკრულობა

მუცლის სისტემების მსგავსი პრობლემები შეიძლება იყოს ისეთი ავტოიმუნური დაავადების სიმპტომები, როგორიცაა ცელიაკიური დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ა.შ

7. წონის მომატება ან დაკლება

ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე ახდენს გავლენას. სხეულის ეს ნაწილი მეტაბოლური პროცესების დიდ ნაწილს აკონტროლებს, რიც გამოც თუ იგი ზედმეტი ჰორმონების წარმოებას ან ზედმეტად ნაკლები ჰორმონების წარმოებას გადაწყვეტს, ჩვენ შეიძლება წონა რადიკალურად მოგვემატოს ან დაგვაკლდეს.

8. ხელების და ფეხების დაბუჟების და ჩხვლეტის სენსაციების გაჩენა

თუკი ნემსით ჩხვლეტის მსგავსი სენსაციები კიდურებში ქრონიკულად გაწუხებთ, მაშინ ეს სერიოზული ავტოიმუნური დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. თუ ამ პრობლემას სხვა ნიშნებთან ერთად შეამჩნევთ, მაშინ სჯობს სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

9. თმის ცვენა

როცა იმუნური სისტემა ჩვენი თმის ფოლიკულებზე იწყებს შეტევის განხორციელებას, მაშინ ჩვენ თმის ცვენა გვეწყება. ეს პროცესი თავისქალის კანის ანთებით იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ თმაზეც შეიძლება იმოქმედის.

10. დაბალი სიცხე

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმპტომია განსაკურნად, რომელსაც ყველა აიგნორებს. იგი ბევრ დაავადებასთან შეიძლება დააკავშირონ, მათ შორის ავტოიმუნურ დაავადებებთანაც.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Facebook კომენტარები