3 რეცეპტი, რომლებიც შავ წერტილებს წამებში აქრობს! დაივიწყეთ ეს მტანჯველი პრობლემა სამუდამოდ.

9732

3 რეცეპტი, რომლებიც შავ წერტილებს წამებში აქრობს! დაივიწყეთ ეს მტანჯველი პრობლემა სამუდამოდ.

შავი წერტილები, როგორც წესი, ჩნდება ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე, როგორც ცხიმიან, ისე მშრალ კანზე. ეს კოსმეტიკური ნაკლი გვხვდება არა მარტო ქალებში, არამედ მამაკაცებშიც. ფერიმჭამელები ახალგაზრდა სახესაც კი არასასიამოვნო იერს სძენს.

შავი წერტილები ცხიმოვანი ჯირკვლების გაფართოებით და შიგ მტვრისა და სხვადასხვა ნივთიერების დალექვით ჩნდება. ასევე, კანისთვის შეუფერებელი კრემების გამოყენებით და კვების რეჟიმის დარღვევით.

ამასთანავე, ზოგიერთი კანი უფრო მეტად არის მიდრეკილი შავი წერტილების წარმოშობისკენ, ზოგიერთი კი ნაკლებად.

იმისთვის, რომ ფერიმჭამელები არ გაჩნდეს, პირველ რიგში, სახის კანი უნდა დავიცვათ დაბინძურებისგან, დავიცვათ მისი სისუფთავე, გამოვიყენოთ შესაბამისი კრემები.

ეს რეცეფტი გარდა შავი წერტილების მოშორებისა, დაგეხმარებათ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კვერცხის ცილა

კვერცხის ცილა – ფანტასტიკური მეთოდი კოსმეტოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.

ძალიან ეფექტური საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, შედგება ორი ინგრედიენტისგან: კვერცხის ცილა და ქოქოსის ზეთი.

შეურიეთ ერთი კვერცხის ცილა 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთში და კარგად მოურიეთ. მიღებული საშუალება წასივით სახის კანზე, მოითმინეთ 5-10 წუთით და მას შემდეგ, რაც ნიღაბი ბოლომდე გაქრება, ჩამოიბანეთ ის თბილის წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

რძე და თაფლი

თაფლი – ძალიან სასარგებლო პროდუქტი კანისთვის. რაც შეეხება რძეს, ის არაჩვეულებრივია აკნესა და კანის სიმშრალის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჩაის კოვზ თბილ რძეში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება წასივით სახის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლი და დარიჩინი

კიდევ ერთი გასაოცარი რეცეპტი, რომელიც შავ წერტილებს სახის კანიდან თვალის დახამხამებაში გვაშორებს. შეურიეთ ერთმანეთში 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი და მცირეოდენი თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახის კანის ზედაპირზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აქტივირებული ნახშირი
თითოეულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად სასარგებლოა აქტივირებული ნახშირი მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების დროს. ცნობისთვის, ეს საშუალება არაჩვეულებრივია ჩვენი სახის კანისთვისაც.

დაფქვით აქტივირებული ნახშირის 1-2 აბი, დაასხით მას 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და დაამატეთ ამავე რაოდენობით უცხიმო იოგურტი, კარგად გადაურიეთ.

მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ

frenis kompensacia
frenis kompensacia