თუ ტერფის დეფორმაცია გაქვთ და მისი მარტივი გზით მკურნალობა გსურთ, გაეცანით ამ რეცეპტს!
დღევანდელ სტატიაში გასწავლით ნაყენისა და მალამოს მომზადებას, რომელთა დახმარებით მდგომარეობას სწრაფად გაიუმჯობესებთ.
დაფნის ნაყენი გამორეცხავს სახსრებში დალექილ მარილის ფენებს, ხოლო მალამო დაგეხმარებათ გამყარებული მასების დაშლაში.
დაფნის ნაყენი ზედმეტი მარილების წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- 300 მლ წყალი
- ერთი სუფრის კოვზი გამომშრალი და დაფქული დაფნა
მომზადებისა და მიღების წესი:
- დაასხით დაფნის დაფქულ ფოთლებს წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ დუღილის დაწყებიდან 5 წუთის განმავლობაში.
- მიღებული ნახარში ჩაასხით თერმოსში და დატოვეთ მთელი ღამით, მეორე დილას კი გადაწურეთ.
- მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მზა სასმელი პატარ-პატარა ყლუპებით. ყოველი დღისათვის მოამზადეთ ულუფა წინა საღამოს.
- კურსის ხანგღზლივობა – 3 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 7 დღიანი დასვენება.
გარეგანი გამოყენების მალამო
ინგრედიენტები:
- 100 მლ 96%-იანი სპირტი
- 5 დიდი ზომის დაფნის ფოთოლი
- 3 ლიტრი წყალი
- 1 ჩაის ჭიქა სოდა
ინსტრუქცია:
- დაფნის ფოთლებს ჩაყარეთ ქილაში, დაასხით სპირტი და დააყოვნეთ 1 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
- მოამზადეთ ფეხების აბაზანა ცხელ წყალში ერთი ჩაის ჭიქა სოდის დამატებით და მოათავსეთ ფეხები მასში 15-20 წუთით.
- შეიმშრალეთ კანი და კარგად შეიზილეთ მომზადებული დაფნის სპირტნაყენი. ჩაიცვით თბილი წინდები და დაწექით.
- შეძლებისდაგვარად, ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს.
მასაჟი ზეითუნის ზეთით
გარდა ზემოთ მოცემული საშუალებების გამოყენებისა, ძვლოვანი წამონაზარდის გასაქრობად კარგი იქნება, თუ რეგულარულად გაიკეთებთ მასაჟს ზეითუნის ზეთის გამოყენებით. ასე გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევასა და სინოვიალური სითხის დინებას სახსრების გარშემო, რაც აუცილებელი წინაპირობაა პრობლემისგან გასათავისუფლებლად.
აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.