კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

3563

კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

რატომ კვერცხი?

  1. კვერცხის ნიღაბი სტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და ამ გზით თავიდან გვარიდებს ნაადრევ სიბერეს.
  2. მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი, რომელსაც ლუტეინის სახელწოდებით ვიცნობთ, უანრჩუნებს კანს ტენიანობასა და ელასტიურობას.
  3. მკვებავი ნივთიერებები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ეს პროდუქტი, აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის.
  4. A, B და D ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და თავიდან გვარიდებს ნაოჭების გაჩენას.
  5. გამოიყენეთ კვერცხის ნიღაბი რეგულარულად, თუ შავი წერტილების მოშორება, იარებისა და ნაწიბურების შემცირება გსურთ.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ კვერცხის ნიღაბი? 

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • ქაღალდის ხელსახოცები

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
  2. ცილა ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში და კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით წაისვით სახეზე.
  3. ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცები, შემდეგ კი წაისვით ცილის კიდევ ერთი ფენა.
  4. როდესაც ცილა გახმება და ხელსახოცები გაქვავდება, მოიშორეთ ის ხელით. კვერცხის ცილის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყალით.
  5. როდესაც პროცედურის ამ ნაწილს დაამთვარებთ, ათქვიფეთ ერთ ჭურჭელში კვერცხის გული და ქოქოსის ზეთი.
  6. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

თუ ამ პროცედურას კვირაში საშუალოდ 2-ჯერ ჩაიტარებთ, ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ: კანი გადაიჭიმება და დაიბრუნებს ტონუს, შემცირდება ნაოჭები და ლაქები, გაგიქრებათ შავი წერტილები და ა.შ.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia