მიყევით სახის მოვლის ამ პროცედურებს და თქვენი კანის ახალგაზრდობას დიდი ხნით შეინარჩუნებთ

1259

მიყევით სახის მოვლის ამ პროცედურებს და თქვენი კანის ახალგაზრდობას დიდი ხნით შეინარჩუნებთ

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე.

მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

მსურს გაგიზიაროთ საოცარი შინაურული ნიღბის რეცეპტი, რომელიც ხელს უწყობს სახის და კისრის გაახალგაზრდავებას – ნებისმიერ ასაკში.

ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

კარტოფილის სახამებელი – 2 სუფრის კოვზი; ცხიმიანი ნაღები – 2 სუფრის კოვზი; ნატურალური თაფლი – 1 ჩაის კოვზი;  აბუსალათინის ზეთი – 6 წვეთი.

იმისთვის, რომ გაიგოთ მოგიხდებათ თუ არა ეს ნიღაბი, ჩაიტარეთ მგრძნობელობის ტესტი.

მოვამზადოთ ნიღაბი:

1. კერამიკულ ჭურჭელში მოათავსეთ სახამებელი და ჩაამატეთ ნაღები. ამოურიეთ.

2. ნარევს ჩაამატეთ თაფლი და ამოურიეთ.

3. ჩაამატეთ აბუსალათინის ზეთი და კიდევ ერთხელ ამოურიეთ ძალიან კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გასუფთავებულ სახისა და კისრის კანზე დაიტანეთ ნიღაბი და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ. ნიღაბი გამოიყენეთ დღეგამოშვებით – ორი კვირის განმავლობაში.

ნიღაბი ხელს შეუწყობს ნაოჭების გასწორებას, აჭიმავს კანს, მოაშორებს ჩამოწელილობას, საუკეთესოდ დაატენიანებს და გამოკვებავს. კანი გახდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური.

frenis kompensacia
frenis kompensacia