მოამზადეთ პიცა ქათმით ამ განსხვავებული რეცეპტით! ძალიან მოგეწონებათ…

959
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაგჭირდებათ:

• 250 მლ. რძე
• 100 გრ. წყალი
• 2 ს. კ შაქარი
• 10 გრ. მშრალი საფუარი
• 125 გრ. გამდნარი კარაქი
• 350-400 გრ. ფქვილი
• 1/2 ჩ. კ მარილი
• 250 გრ. ხაჭო
• 100 გრ. მწვანილი (ხახვი, კამა)
• 100 გრ. ყველი
• 250 გრ. მოხარშული ქათმის ფილე
• 1 ს. კ მანანის ბურღული
• 1/4 ჩ. კ შავი პილპილი

მომზადება:

1. მომზადეთ პიცის ცომი: ამისთვის პატარა ჯამში აურიეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს. კ ფქვილი, 1 ს. კ შაქარი და საფუარი გააჩერეთ მასა 5-10 წუთის განმავლობაში.

2. ჯამში ჩაცერით ფქვილი დაუმატეთ თბილი რძე, გამდნარი კარაქი, მიღებული საფუარიანი მასა, შაქარი და მარილი. ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას საათი-საათნახევრის განმავლობაში, იქამდე, სანამ მოცულობაში ორჯერ არ გაიზრდება.

3. ამის შემდეგ მიეცით ცომს ფორმა და გააჩერეთ კიდევ 30-40 წუთი.

4. გაყავით მზა ცომი ორ ნაწილად და თითოეული მათგანი გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრად. მოათავსეთ ნაჭრები პერგამენტის ქაღალდზე.

5. დაჭერით მწვანილი წვრილად და გადაურიეთ ხაჭოს. დაუმატეთ მარილი და პილპილი. გახეხეთ ყველი და წვრილად დაჭერით ქათმის ფილე.

6. მოაყარეთ ცომს მანანის ბურღული, იმისთვის რომ არ დასველდეს. ამის შემდეგ წაუსვიT ცომს ხაჭოს მიქსი, მოაყარეთ ქათამი და შემდეგ გახეხილი ყველი.

7. აცხვეთ პიცა 200 გრადუს ცელსიუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia