ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს წმენდა ბიუჯეტურად სცადეთ სახლში
ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა.
ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში.
ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.
ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას.
გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.
ღვიძლის მოვლას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. იგი უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული და მასთან ერთად მოქმედებს.
თუ მისი ფუნქციები დაირღვევა, იგი მთელს სისტემაზე ცუდად იმოქმედებს და გამოიწვევს მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, გადაღლილობას, სტრესსა და იმუნური სისტემის დასუსტებას.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ცხიმებისგან.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი 2 ცალი
- ჭარხალი (საშუალო) 2 ცალი
- წყალი 400 მლ.
მომზადების წესი:
ჭარხალი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით ცოტა წყალი და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყალი და ლიმონის წვენი. შეგიძლიათ, დაატკბოთ თაფლით.
მოხმარების წესი:
მიიღეთ დღეში 3-ჯერ 50-50 მლ. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი კვირა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული დეტოქს სასმელი, გაიწმინდეთ ღვიძლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.