დაფნისა და თაფლის გასაოცარი კომბინაცია დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის დროს
დაფნის ფოთოლს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის დაბლა სწევს წნევას, ხსნის სპაზმებს, ამაგრებს ნერვებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსა და კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს.
თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს - მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ თაფლის ათვისება ხდება სრულიად.
ეს სამკურნალო საშუალება დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის დროს, ის გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ მარილებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნარევის გამოყენება არ შეუძლიათ თაფლზე ალერგიულ ადამიანებს.
სამკურნალო ნარევი უმარტივესი მოსამზადებელია. დაგჭირდებათ 5 გრ დაფნა, წყალი 1,5 ლ., 3 ს. კ. თაფლი.
მომზადების წესი:
დაფნის ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული ნახარში ცოტა ხანს დააყოვნეთ, გადაწურეთ და თბილს დაამატეთ თაფლი.
მიღების წესი:
მომზადებული ნახარშის 1/3 ჩ. ჭ. მიიღეთ ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5 დღე. შემდეგ 3 კვირა დაისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაიმეორეთ.
აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.