მელისა-იგივე ბარამბოს მცენარე-ნამდვილი აღმოჩენაა ხალხურ მედიცინაში

947

მელისა-იგივე ბარამბოს მცენარე-ნამდვილი აღმოჩენაა ხალხურ მედიცინაში

მელისას ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ბარამბოს ფოთლებისა და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს.

არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

სამკურნალო თვისებები

მელისა როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნელოდ. მაგალითად:

მისი აქტიური და ძვირფასი ნივთიერებების წყალობით, ბარამბოს აქვს ფართო თერაპიული მოქმედება. ფიტოთერაპევტების აზრით ბალახის გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი სახის დაავადებები დროს:

  1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის მანკი, ანემია.
  2. ნერვული აშლილობა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევა, ვეგეტოვასკულური დისტონია, მეტეოროლოგიური დამოკიდებულება, უძილობა, ნევროზები, დეპრესია, თავის ტკივილი, შაკიკი, ისტერიკა.
  3. ქოშინი, ბრონქული ასთმა.
  4. ენდოკრინული დარღვევები.
  5. გაციებით გამოწვეული დაავადება, მწვავე რესპირატორული დაავადება.
  6. კუჭ-ნაწლავის სიტემის დაავადება, შეკრულობა, მეტეორიზმი, კოლიკები.
  7. ჰორმონალური დარღვევა, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი.
  8. კაცური და ქალური პრობლემები.
  9. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება კანის და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქერტლის მოსაშორებლად და აკნეს სამკურნალოდ.
  10. გარეგანად გამოიყენება, როგორც პირის ღრუს სავლები - ჰერპესის, კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადებისას და როგორც ნაყენი - რევმატიზმის, პოდაგრის და კანის დაავადებები დროს.

სამკურნალო მცენარე ხელს უწყობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და იმუნიტეტის გაძლიერებას.

ზოგან ბარამბოს „ქალების ბალახსაც“ უწოდებენ. მცენარე შეუფასებელ გავლენას ახდენს შესანიშნავი სქესის წარმომადგენლებზე და მათ ჯანმრთელობაზე.

მცენარის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ქალებში ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას.

ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მენსტრუაციის დროს არასასიამოვნო სიმპტომების შესამცირებლად. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს წონისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას და არბილებს ტოქსიკოზის სიმპტომებს.

ბარამბოს ჩაის შეუძლია დაღლილობის და სტრესის მოხსნა, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი და მატებს ტონუსს. ამაშია ბარამბოს უნიკალურობა მამაკაცების შემთხვევაში, რადგან ერექციული დისფუნქცია, სწორედ რომ სტრესით, ნევროზით და ზედმეტი გადაღლილობითაა გამოწვეული.

მცენარის შემადგენლობაში არის ისეთი უნიკალური კომპონენტი, როგორიცაა ფიტოანდროგენი - კაცური ჰორმონის მცენარეული ანალოგი.

გარდა ამისა, ბარამბო დამხმარეა მომატებული სექსუალური აღგზნებადობისას, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ის გავლენას არ ახდენს პოტენციაზე.

კიდევ, ბარამბოს აქვს უნარი დაიცვას მამაკაცი რეპრდუქციის უნარი რადიაციული დასხივებისგან.

ბარამბო სასარგებლოა მამაკაცებში თმის ცვენის სამკურნალოდ. ამ მიზნით მას მოიხმარენ როგორც შინაგანად აგრეთვე ამატებენ შამპუნში.

ბარამბო ახდენს დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე შემდეგი სახით:

დამამშვიდებელი, სედატიური მოქმედება:

ადუნებს, ამშვიდებს, ფორმაში მოჰყავს ნერვული სისტემა, დამხმარეა სტრესთან გამკლავებაში, უძილობისას და თავის ტკივილისას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობისა და კონცენტრაციის უნარს.

სპაზმოლეტიკური ეფექტი:

დადებით გავლენას ახდენს კუნთების, კუჭის, სასუნთქი გზების და თავის სისხლძარღვების სპაზმების დროს.

აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას

ეფექტურია შეკრულობის, შებერილობის და გაზების დაგროვების დროს. ანეიტრალებს დისკომფორტს, ეკვრის ლორწოვან გარსს და ხელს უწყობს მის აღდგენას, აუმჯობესებს მადას.

ოფლმდენი მოქმედება:

ბარამბოს ჩაი მისწრებაა მაღალი ტემპერატურისას და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად ოფლის გამოდენის გზით.

ებრძვის ბაქტერიებს:

მის ანტიბაქტერიული მოქმედების გამო, მისი მიღება რეკომენდირებულია გაციებისა და ინფექციური დაავადებების მკურნალობისას.

მატონიზირებელი ეფექტი:

მცენარე ზრდის ამტანობას და აძლიერებს ორგანიზმს.

შარდმდენი მოქმედება:

გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას:

დადებითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვებზე, ამცირებს ტკივილს გულის არეში და არეგულირებს წნევას.

წმენდს კანს:

მცენარე ეფექტურია სოკოსთან, გამონაყართან და ლიქენთან ბრძოლაში.

ბარამბო ითვლება, პიტნის ერთ-ერთ სახეობად და გააჩნია ამ უკანასკნელის მსგავსი ეფექტი.

მიღების წესი

20-40 წვ. გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

არ არის რეკომენდირებული ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიული რეაქციის დროს. გარდა ამისა:

დაბალი წნევის მატარებლებისთვის.

მცენარეს აქვს რეაქციის შემანელებელი ეფექტი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული ისეთი საქმიანობის დროს, რომელიც მაღალი კონცენტრაციის უნარს მოითხოვს.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის.

frenis kompensacia
frenis kompensacia