როგორ უნდა შეაჩეროთ სისხლდენა 10 წამში? ეფექტური საშუალება, რომელიც ყველა თქვენგანის სამზარეულოშია
არიან ადამიანები, სისხლის დანახვაზე გული რომ მისდით. თუ მათ რიცხვს არ ეკუთვნით, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ შეაჩეროთ სისხლდენა. მერწმუნეთ, ეს ცოდნა არა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის ადგილას, არამედ საკუთარ ოჯახშიც გამოგადგებათ.
სისხლდენა გარეგანიც შეიძლება იყოს და შინაგანიც. ჩვენ მხოლოდ გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეგვიძლია. შინაგანი სისხლდენის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე შეჩერება შეუძლებელია, ის სტაციონარში დაუყოვნებლივ გადაყვანას და ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
განასხვავებენ სისხლდენის სამ სახეობას:
არტერიულ სისხლდენას ახასიათებს ჭრილობიდან სისხლის მოპულსირე დენა; სისხლი ჟანგბადით არის მდიდარი და ღია ალისფერია.
ვენური სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ და თანაბარ ნაკადად მოედინება; მუქი ალუბლისფერია, რადგან მასში მეტია ნახშირორჟანგი.
კაპილარული სისხლდენისას წვრილი კალიბრის სისხლძარღვებია დაზიანებული.
ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმეს ამზადებთ და უეცრად იჭრით ხელს. ჭრილობას მაშინვე იბანთ, იმუშავებთ, თუმცა სისხლდენა არ ჩერდება. ასეთ დროს ხალხური მედიცინა გთავაზობთ საუკეთესო დამხმარე საშუალებას.
Ამ შემთხვევაში მთავარი საიდუმლო ინგრედიენტია კაიენის წიწაკა. დიახ, ამ კონკრეტულ სუნელს შეუძლია სისხლდენის შეჩერება წამებში.
ჭრილობის თავზე დაიყარეთკაენის წიწაკა და სიახლდენა წამებში შეჩერდება. ფაქტია, რომ ეს პროდუქტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს და ის ხელს უწყობს სისხლის სწრაფ შედედებას.
ამ სანელებლის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ სწრაფად შეაჩეროთ ცხვირის ძლიერი სისხლდენა. ჟღერს, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურად. მაგრამ ამ მეთოდს ბევრი იყენებს.
მთავარი წესი: გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გამოიყენოთ ბევრი წიწაკა, რათა არ დაწვათ ცხვირის ლორწოვანი გარსი.
აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.