სირსველი – კანის დაავადება, რომელიც სხვისი სამოსიდან ან პირსახოციდან შეიძლება გადაგედოთ

8983
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ის, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ სირსველია იგივე მკრეჭელი ლიქენი (ტრიქოფიტია), რომლის გამომწვევია ტრიქოფიტონის სახეობის პარაზიტული სოკო.

მისი გამოვლენის შემთხვევაში სხეულზე მრგვალი გაწითლებული ფორმები ჩნდება. მას გადამდები ხასიათი აქვს და შესაძლოა სხვისი სამოსის ან პირსახოცის გამოყენებით გადაგედოთ.

სირსველის სამკურნალოდ ქიმიური საშუალებების გარდა არსებობს ბუნებრივი პროდუქტებიც:

ნიორი

დანაყეთ ნიორი და პრობლემურ ადგილას დაიდეთ. ბაქტერიაზე ნიორი ეფექტურად მოქმედებს.

ვაშლის ძმარი

როგორც იცით ძმარი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ბაქტერიების მოსასპობად და მათ შორის ამ შემთხვევაშიც კარგი შედეგი აქვს ძმრიანი კომპრესის გამოყენებას.

ჩაის ხის ზეთი

თანაბარი რაოდენობით გახსენით ერთმანეთში ჩაის ხის ზეთი და წყალი. მიღებული ნაზავი მტკივან ადგილას წაისვით.

ალოე

ალოე ეფექტური საშუალებაა, ის ვიტამინ E-ს შეიცავს რაც სირსველისგან განკურნებას ხელს უწყობს.

ქოქოსის კარაქი

ქოქოსის კარაქი მტკივან ადგილას დღეში რამდენჯერმე უნდა წაისვათ და შედეგს მალე ნახავთ.

ლავანდის ზეთი

2 წვეთი ლავანდის ზეთი დააწვეთეთ სირსვილს და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

მდოგვის თესლი

1 ს/კ მდოგვის თესლი წყალში ნახევარი საათით ჩაყარეთ და იმდენ ხანს ურიეთ სანამ ერთიანი მასა არ გახდება და ნაზავი დაიფინეთ პრობლემურ ადგილას.

ორეგანო (თავშავა)

ორეგანოს ზეთი ეფექტურად მოქმედებს ისეთ გამონაყარზე რაც ფხანას და წვას იწვევს.

ქაფურის ზეთი

ქაფურის ზეთი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც სირსვილის სამკურნალოდ გამოიყენება. გირჩევთ დღეში რამდენჯერმე ამ ზეთით პრობლემური ადგილები დაიმუშაოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia