როგორ გავათავისუფლოთ თირკმელები კენჭებისგან? ყველაზე ეფექტური და სასარგებლო სიროფი

3839

კენჭები თირკმელებში ძალიან უსიამოვნო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ბევრს აწუხებს. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ოქსალატურ, ცისტინურ, ფოსფატურ, ურატულ და შერეული ტიპის კენჭებს. ზოგჯერ კენჭების არსებობაზე არავითარი სიმპტომი არ მიანიშნებს, მაგრამ როდესაც ის შარდსაწვეთისკენ მოძრაობას იწყებს, ტკივილიც ჩნდება. ხშირად ამ დროს, შარდში სისხლსაც ამჩნევენ.

ექიმები კენჭის გამოდევნას შარდვის პროცესში ცდილობენ– ანალგეტიკების, რომლებიც ტკივილს ამცირებენ და დიდი რაოდენობის სითხის მეშვეობით. ზოგი კენჭი ძალიან დიდია, ამიტომ ოპერაციის საჭიროება ჩნდება.

არსებობს რეცეპტი, რომელიც ძალიან ეფექტურად ებრძვის კენჭებს თირკმელებში.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
250 გ ოხრახუშის ფესვი
250 გ ნატურალური თაფლი
250 გ ზეითუნის ზეთი
250 გ ლიმონი ქერქით

ინსტრუქციები
კარგად გარეცხეთ ლიმონი და ქერქთან ერთად პატარა ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ ოხრახუშის ფესვი დაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. დაამატეთ ნეკერჩხლის სიროფი, ზეითუნის ზეთი და თაფლი. მასა ბლენდერში გადაიტანეთ და მას კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში შეინახეთ.

როგორ გამოვიყენოთ?
მიიღეთ ამ ნარევის 1 ს/კ ყოველ დილით უზმოზე და დღის განმავლობაში ბევრი წყალი დალიეთ. ლიმონი და ოხრახუში თირკმელებში კენჭების მკურნალობის დროს ძალიან ეფექტურია, რადგანაც ეს ორი ინგრედიენტი შარდის მჟავიანობის მომატებას იწვევს და თირკმელში კენჭებს შლის.

Facebook კომენტარები