სასწრაფო დამხმარე  საშუალებები პანკრეასის დროს, რომელთა დამზადება შეგიძლიათ სახლში

1718

სასწრაფო დამხმარე  საშუალებები პანკრეასის დროს, რომელთა დამზადება შეგიძლიათ სახლში

რა არის პანკრეასი?

კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) მდებარეობს ღრმად, მუცლის ღრუში, ზუსტად კუჭის უკან და ოდნავ ქვევით. ეს ჯირკვალი გამოყოფს ფერმენტებს, ანუ საჭმლის მომნელებელ წვენებს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრით წვრილ ნაწლავში – დუოდენუმში (თორმეტგოჯა ნაწლავში) გამოიყოფა, სადაც განაგრძობს კუჭიდან გადასული საკვების დაშლას (მონელებას).

კუჭქვეშა ჯირკვალს ასევე აქვს ენდოკრინული ფუნქცია – ის ინსულინს პირდაპირ სისხლში გამოყოფს და, შედეგად, სისხლში შაქრის რაოდენობის რეგულაციაში მონაწილეობს.

პანკრეატიტის შესახებ

კუჭქვეშა ჯირკვლის თუ მის გარეთ არსებულმა პათოლოგიამ და დაავადებამ (როგორც კეთილთვისებიანმა, ისე ავთვისებიანმა) შესაძლოა გამოიწვიოს ჯირკვლის მთავარ სადინარში კუჭქვეშა ჯირკვლის სითხის ნაკადის ობსტრუქცია (დახშობა).

ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან პათოლოგიებს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის ობსტრუქციას იწვევს, წარმოადგენს კენჭები სანაღვლე გზებსა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარში.

Სახლში, შეგიძლიათ პანკრეასის მკურნალობა ხალხური საშუალებებით, დღეს გასწავლით კამის რეცეპტს.

ერთი ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლ კამას ან კამის თესლს  დაასხით  1 ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ერთი საათი, გაწურეთ. დალიეთ ოთხი დოზით.

ჭიის ბალახს იყენებენ ინფუზიის ან ალკოჰოლის ნაყენის სახით. 1 ს.კ.  მწვანილს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მოხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და გააჩერეთ  45 წუთის განმავლობაში, გაფილტრეთ. მიიღეთ 1-3 ს.კ.  ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნაყენი მიიღება 1-2 ს.კ.  3 ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

როდესაც პანკრეასის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებებისას  ჭიის პრეპარატები ინიშნება,  ტკივილები მცირდება ან მთლიანად ქრება, მადა უმჯობესდება და განავალი ნორმალიზდება.

შვრია დაალბეთ და დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როდესაც შვრიის მარცვლები იფურჩქნება, გაწურეთ, გააშრეთ და დაქვით ყავის საფქვავში, მიღებული შვრიის ფქვილი განაზავეთ ცივი წყლით, დადგით ცეცხლზე  და ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. შვრიის ჟელე ყოველთვის უნდა იყოს ახალი, ამიტომ უნდა მომზადდეს გამოყენების წინ.

აიღეთ 2-3 საშუალო კარტოფილი და 1-2 სტაფილო. კარგად გარეცხეთ და გათალეთ. შემდეგ ჩაუშვით წვენსაწურში,  უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსია 7 დღე, ერთი კვირის შესვენების შემდეგ აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს.

Facebook კომენტარები