პროპოლისის( დინდგელის) მალამოს აქვს ყველაზე სწრაფი და ეფექტური შედეგი. გამოიყენება ბევრი პრობლემის დროს
პროპოლისის მალამო მზადდება სელის თესლის ზეთისგან, საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლისგან და პროპოლისისგან.
მალამო მზადდება შერევით. მომზადებისას ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.
დინდგელის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების ბუკეტი. მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი და სასიამოვნო, დინდგელის და სანთლის სურნელი.
დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი.
ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში.
არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.
ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს.
სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები.
სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.
სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3.
გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ კანს და ეხმარება ქსოვილებს სწრაფ რეგენერაციაში.
პროპოლისის მალამოს დადებითი თვისებები
როგორც ავღნიშნეთ ეს მალამო არის უნიკალური, რადგან ყველა მასში შემავალი კომპონენტი, მაგალითად სელის ზეთი არის ნატურალური.
ამ მაზის გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალოდ.
- კარგად ატენიანებს და კვებავს კანს.
- აჩქარებს კანის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებს.
- აქვს გამოხატული შეხორცების კარგი უნარი.
- აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო გამოხატული მოქმედება.
- ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო ანტიმიკოზური და ბაქტერიოციდული მოქმედება.
- ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
გამოყენების წესი
შეიზილეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე, ასევე შესაძლებელია დაზიანებულ კანზე დოლბანდით დადება, პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი 14-21 დღე.