წერტილოვანი მასაჟი, რომელიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. მარტივია

1475

რას არ ვაკეთებთ, იმისთვის რომ მუდამ ფორმაში ვიყოთ. დიეტას ვიცავთ, საკვებზე უარს ვამბობთ. იდეალური ფორმის შენარჩუნების საიდუმლო კი, სწორ კვებაში, ვარჯიშში და მასაჟშია. ჩვენს სხეულზე ბევრი აქტიური წერტილი არის, რომელთა სტიმულაცია ზედმეტი კილოგრამების დაკარგვაში დაგეხმარებათ.

აკუპრესურა, ან წერტილოვანი მასაჟი– ძველი ჩინური პრაქტიკაა, რომლის შესახებ ალბათ ყველას სმენია. ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ასეთი მარტივი მეთოდი გეხმარებათ თავი კარგად იგრძნოთ.

წერტილი დუი–დუანი

როდესაც სტრესის დროს ჭამა მოგინდებათ, ტუჩის ზემოთ სურათზე ნაჩვენები წერტილის მასაჟი გაიკეთეთ. ის შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ.

წერტილი “მადა”

ყურებზე დაახლოებით 200 ბიოლოგიურად აქტიური წერტილი არსებობს, რომელთა სტიმულაცია ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. ასე რომ გაიკეთეთ სურათზე ნაჩვენები წერტილის მასაჟი.

წერტილი ცუი–ჩი

ამ წერტილის 1 წუთიანი სტიმულირება ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.

წერტილი ცზუ–სან–ლი

ცზუ–სან–ლის, ან “დღეგრძელობის წერტილს” მუხლის ქვეშ იპოვით. ამბობენ, რომ მისი სტიმულირება დღეში 500 გრამის დაკარგვაში დაგეხმარებათ.

წერტილი ლოუ–გუ

ამ წერტილს ფეხზე პატარა ძვლისგან 5 სანტიმეტრით მაღლა იპოვით. მისი მასაჟი ასევე სასარგებლოა ხელების და ფეხების დაბუჯების დროს.

ამ წერტილების მასაჟი ყოველდღიურად და სულ 1 წუთის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ. თუ მასაჟის დროს, უსიამოვნო შეგრძნებები გაქვთ, პროცედურა არ გაიმეოროთ.

Facebook კომენტარები