მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში, კოლიტი – ამ პრობლემებს თავი დავაღწიე რაც კამის ნაყენის დალევა დავიწყე

5683

მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში, კოლიტი – ამ პრობლემებს თავი დავაღწიე რაც კამის ნაყენის დალევა დავიწყე

კამა არის 2 წლიანი მცენარე. მიეკუთვნება ქოლგისებრთა ოჯახს. კამის სიმაღლე აღწევს 1.2 მეტრს. მცენარე ზედა ნაწილში დატოტვილია, ტოტები მორიგეობით არის განაწილებული ღეროზე. კამის ფოთლები თმისებრი სეგმენტებად არის დაყოფილი.

ყვავის ივნისი – აგვისტო, ყვავილები წვრილია და ყვითელი. ნაყოფი სიმწიფეს აღწევს ივლის – აგვისტოში. აქვს მძაფრი სპეციფიკური სუნი და მოტკბო გემო.

კამის თესლის ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: C, B, B2.

მაკრო ელემენტები: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, ცინკი, ქრომი, ალუმინი.

ასევე შეიცავს: ნიკოტინმჟავას, ფოლის მჟავას. აგრეთვე ფლავონოიდებს, ეთერზეთებს და მინერალურ მარილებს.

კამის თესლის დადებითი თვისებები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი:

ძირითადად კამის თესლს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, რომელთა დროსაც აღინიშნება სპაზმები, მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში (კოლიტი, ნაწლავის კოლიკა). განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებისთვის.

კამის თესლს ასევე აქვს ანტიმიკრობული და დეზინფექციური მოქმედება. გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში კამის თესლის ნაყენით იბანენ თვალებს თვალის კონუქტივიტის დროს. ასევე კარგია კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს ნაყენის გარეგანი გამოყენება.

  1. საჭმლის მონელების დარეგულირება.
  2. კოლიტი.
  3. მეტეორიზმი.
  4. მუცლის შებერილობა.
  5. ნაღვლის და თირკმელის დაავადებები.
  6. ბრონქიტი.
  7. პნევმონია.
  8. ხველება.
  9. უძილობა.

კამის თესლი გამოყენების რეცეპტი
ცხელი ნაყენის დამზადება:

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კამის თესლს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 – 15 წუთი და დალიეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები