ხურმის სეზონი გვიახლოვდება და გავიგოთ რისთვის არის სასარგებლო ეს შესანიშნავი ხილი
საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი - მისი ნაყოფი მაშინაც იჭმევა, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია. ხურმის ნაყოფის კვებითი ღირებულება ძალზე მაღალია.
მის ჩირში ფრუქტოზის შემცველობა 60%-მდეა. ნაყოფი შეიცავს A და C ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობასაც. ბევრია მის შემადგენლობაში ნახშირწყლებიც.
ამ მხრივ ის თვით ყურძენსა და ლეღვსაც კი არ ჩამოუვარდება. ცილების შემცველობით კი კვერცხსაც არ დაუდებს ტოლს. გარდა ამისა, ხურმასა და კარალიოკში დიდი რაოდენობით არის ტანინები.
ხურმის ჭამის დროს ზომიერებაა საჭირო - გადაჭარბებით მიღებამ შესაძლოა ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.
ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში 2-3 ცალზე მეტის ჭამას.
დამარბილებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და მოამზადეთ ფაფა. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოდუნებული კანისთვის
ერთი ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მატონიზებელი ნიღაბი ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის
ხურმის პიურეს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის
ერთ ჩაის კოვზ ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, ერთი კვერცხის გული, ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი სოიის ფქვილი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ხურმის დაკონსერვებული წვენი კარგია თირეოტოქსიკოზის დროს. ის შემდეგნაირად მზადდება:
ახალდაკრეფილი ნაყოფის წვენს ემატება 20% სპირტი. ნაყოფისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმადოშაბი), რომელსაც იყენებენ ჰიპერტონიისა და სისხლნაკლებობის დროს.
კარგი ამოსახველებელი საშუალებაა სასუნთქი გზების კატარის დროსაც. ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა. ცალკე კარალიოკი არ ასუქებს.
Ხურმა ხელს უწყობს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მოგვარებას. დიარეის დროს, 6 მწიფე ნაყოფი უნდა გაიჭრას ნაწილებად და შეავსოთ 3 ჭიქა მდუღარე წყლით. დააფარეთ სახურავი და შეინახეთ ნახევარი საათის განმავლობაში. გაცივდით და მიიღეთ 1 ჭიქა ყოველ 2-4 საათში .