წითელი ცირცელი - წამოუდგენლად სასარგებლო თვისებებით გაჟღენთილი კენკრა
Ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოიყენება ცირცელის ყვავილები და ფოთლები.
ირცელის ნაყოფები მდიდარია ვიტამინებით C (40-200 mg%), B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, P, C ვიტამინებს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით.
თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი შეიცავს ვიტამის C -ს, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებში და ყვავილებში.
ცირცელის მწიფე ნაყოფებს აგროვებენ ჩვეულებრივ საქტემბერ-ოქტომბერში. შეგროვებისას საყურადღებოა მცენარის ტოტები არ დაზიანდეს. შეგროვებულ ნაყოფებს აწყობენ კალათებში, ვედროებში ან ტომრებში, 16-20 კგ ოდენობით.
იგი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გამხმარი სახით. გაშრობამდე ნედლეულს დაახარისხებენ, გაასუფთავებენ ნაყოფებს სხვადასხვა მინარევებისაგან (ყუნწი, ფოთოლი, ტოტის ნაწილები) და გაფუჭებული ნაყოფებისაგან.
შრობა შესაძლებელია ხელოვნურ საშრობებში, 60-800C ტემპერატურაზე. კარგ ამინდში შესაძლოა ჰაერზე გამოშრობა. ამისათვის ნაყოფებს გაშლიან თხელ ფენად ქაღალდზე ან ქსოვილზე და დროდადრო აურევენ.
კეთილხარისხოვან ნედლეულში არ უნდა ერიოს გაშავებული ნაყოფები, აგრეთვე ისეთი ნაყოფები, რომლებიც ზეწოლისას ნაფშვენებად იქცევა.
ჩვენში ცირცელის ნაყოფებს იყენებენ კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს, გაციების პროფილაქტიკისათვის. ვეტერინარიაში ნაყოფების ნახარშს იყენებენ საქონლის ფილტვების დაავადებების დროს.
ცირცელის ნაყოფი ფართო გამოყენებას პოულობს საკონდიტრო ნაწარმში. მისგან ამზადებენ მურაბებს, ხილფაფას, მარმელადს და სხვა.
Ანემია და ჰიპოვიტამინოზი
- 2 ჩაის კოვზ კენკრას დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი. დალიეთ თანაბარ ნაწილად 3-4 ჯერ დღეში.
- ცირცელის ახლად გაწურული წვენი მიიღეთ 1 ს. კოვზი 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე (წვენისთვის, თქვენ უნდა დაასხით 2 კგ კენკრას 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ სანამ არ დარბილდება .შემდეგ გამოწურეთ წვენი და პასტერიზაცია მოახდინეთ მინის ქილებში 15 წუთის განმავლობაში).
- ნაყენი: 2 სუფრის კოვზ ხმელ კენკრას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 3-4 ჯერ დღეში.
Მენსტრუალური ციკლის დარღვევა მენოპაუზის დროს.
ნაყენი: 200 გრ დაქუცმაცებულ ახალ კენკრას დაასხით 1 ლიტრი არაყი, დატოვეთ 12 დღე, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში.
წონის დასაკლებად
1 კგ მწიფე ხილის წვენი 600 გრ შაქართან ერთად მოხარშეთ სიროფში. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 3 ჯერ დღეში.