Როგორ გავწმინდოთ სხეული შაქრისგან? თითოეულმა ჩვენგანმა იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც ეს პროდუქტი იწვევს. 

1824

Როგორ გავწმინდოთ სხეული შაქრისგან? თითოეულმა ჩვენგანმა იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც ეს პროდუქტი იწვევს. 

საიდუმლო არ არის, რომ შაქარი თითქმის ყველა გადამუშავებულ საკვებშია.  თითოეულმა ჩვენგანმა იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც ეს პროდუქტი იწვევს.

რა არის შაქარი? 

პატარა, თეთრი კრისტალები, რომელთა გარეშეც ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ინდუსტრიულად წარმოებული რაფინირებული სუფრის შაქარია, რომელსაც ძირითადად შაქრის ლერწმისგან ან შაქრის ჭარხლისგან იღებენ.

თუმცა შაქარი მხოლოდ ეს თეთრი კრისტალები არ გახლავთ. ის იქაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, სადაც სრულებით არ ველოდებით – არა მხოლოდ ხილში, არამედ ბოსტნეულში, პარკოსნებსა და მარცვლეულშიც.

შაქარი ვნებს ჯანმრთელობას

შაქარი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია – სხეულის ყოველ უჯრედს ფუნქციობისთვის გლუკოზა სჭირდება, მაგრამ მისმა ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.

შაქარი ბუნებრივი ფორმით სასარგებლოა, თუმცა ჭარბად არც მისი მიღებაა რეკომენდებული. რაფინირებული თეთრი შაქარი სხვა არაფერია, თუ არა “ცარიელი კალორიები”, მისი ჭარბი დოზა კი უკვე “შხამი”, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს:

წონის მატება

ერთი გრამი შაქარი დაახლოებით 4 კალორიაა. საჭირო რაოდენობის კალორია ცუდი არ არის, მაგრამ თუ ისინი არ ვხარჯეთა მოძრაობით, ცხიმად იქცევა და სხეულში დაგროვდება, ცხიმოვანი ქსოვილის მატება კი ბევრი დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს.

შიმშილის ცრუ გრძნობა

როცა სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად იმატებს და მალევე იკლებს (სწორედ ეს პროცესებია მოსალოდნელი შაქრის მიღებისას), ტვინი დეფიციტის სასწრაფო აღდგენას მოითხოვს. ეს მონაცვლეობა იწვევს შიმშილის ცრუ გრძნობას.

მთელი ფილა შოკოლადი ისე შემოგვეჭმება, რომ სინამდვილეში სულაც არ გვშიოდა.
ტკბილი სასამელი კი რამდენიმე წუთში 1000 კალორიას შეგმატებთ, რასაც ვერც კი იგრძნობთ, მალევე მოგშივდებათ და კალორიებს საკვებითაც დაიმატებთ.

ღვიძლის გაცხიმოვნება

ჭარბი გლუკოზა ღვიძლში გროვდება გლიკოგენის სახით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გლუკოზადვე იშლება და კუნთებს, ტვინსა და სხვა ორგანოებს ენერგიით ამარაგებს.

როცა ღვიძლში საკმაო რაოდენობის გლიკოგენია, ჩვენ კი კიდევ და კიდევ მივირთმევთ ტკბილს, დაგროვილი გლუკოზა ცხიმად გარდაიქმნება და ღვიძლის გაცხიმოვნებას იწვევს.

ასე რომ, შესაძლოა გამხდარი იყოთ, მაგრამ გაცხიმოვნებული ღვიძლი გქონდეთ.

სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები

შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების მუდმივი და გადაჭარბებული მოხმარებისას ინსულინი ქრონიკულად გამოიყოფა, რასაც იქამდე მივყავართ, რომ ქსოვილთა უჯრედები აღარ რეაგირებენ მასზე, უგრძნობნი ხდებიან ინსულინის მიმართ.

სისხლში შაქრის დონე მაღალი რჩება, რაც უფრო მეტი ინსულინის გამოყოფას აიძულებს ორგანიზმის. შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილი, ვითარდება ეგრეთ წოდებული მეტაბოლური სინდრომი, რომელიც ინსულტის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიის, ქოლერსტეროლის სიჭარბის რისკფაქტორია.

უარი შაქარს

როგორც უკვე გითხარით, ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმისთვის – მათი დეფიციტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, მაგრამ უმჯობესია, მიიღოთ ბუნებრივი ფორმით:

მიირთვათ ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, ჩირი, თაფლი, თხილეული.

ზომიერება, ცხადია, აქაც უნდა დაიცვათ.
თეთრ რაფინირებულ შაქარზე კი, გირჩევთ, მართლა თქვათ უარი. უკიდურეს შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები მიიღოთ. მათთვის, ვინც შაქარს ბავშვობიდანვეა მიჩვეული, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი, ჯანმრთელობისთვის კი ამ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

ჩაისა და ყავაში ნელ-ნელა უფრო და უფრო ნაკლები შაქარი ჩაიყარეთ – დადგება დღე, როცა უშაქროდაც დალევთ. ასევე ერიდეთ თეთრი ფქვილის ნაწარმს.

შიმშილს ცილოვანი (მცენარეული) საკვები მოგიკლავთ, უჯრედისით მდიდარი კი სისხლში შაქრის შემცველობის დასტაბილურებაში დაგეხმარებათ.

როგორც კი ტკბილი მოგინდებათ, ცოცხალი ხილი ან ჩირი მიირთვით. თუ არ დაგეზარებათ, გაიკეთეთ ხილის კოქტეილი, – რა თქმა უნდა, უშაქროდ.

სინთეტიკური დამატკბობელი საშუალებები შაქრის ცუდი შემცვლელებია. მათი მიღებისას ტკბილის მოთხოვნილება ზოგჯერ იმატებს კიდეც.

მენიუდან ამოიღეთ ტკბილი გაზიანი სასმელები და ყველა ის პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში იღლიების ჭარბოფლიანობას.

Facebook კომენტარები