მოცვი კოსმონავტების მენიუს აუცილებელი შემადენელი ნაწილია – გაინტერესებთ  რატომ ?! 

716

მოცვი კოსმონავტების მენიუს აუცილებელი შემადენელი ნაწილია – გაინტერესებთ  რატომ ?! 

უნდა აღინიშნოს, რომ მოცვი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მოცვის ნაყოფი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისი სამუშაო დაკავშირებულია მხედველობის ორგანოების დაძაბულ მუშაობასთან.

ეს პრეპარატი რეკომენდირებულია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან ამ ასაკში ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ხდება თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედების მსხვერპლი.

მოცვი კოსმონავტების მენიუს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მის ნაყოფს ეტანებიან მონადირეები და მეთევზეები
მხედველობის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე თვალების დაღლილობის მოსახსნელად, განსაკუთრებით შეღამებისა და სიბნელის დროს. ფოთლებს აქვთ ინსულინისმსგავსი მოქმედება;

ნაყოფს კი შემკვრელი თვისება აქვს, რის გამოც ფართოდ გამოიყენება კისელისა და კომპოტის სახით ბავშვებისათვის.

ფოთლის ნაყენი ეფექტურია შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლ და შარდკენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის დროს.

მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნედლეულს (თერმოსში) ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს; ვაჩერებთ 6-8 საათს და ვწურავთ. მიიღება 1/4 ჭიქა ოთხჯერ დღეში.

ნაყოფის ნაყენი კი ასე მზადდება:

3-4 ჩაის კოვზ კენკრას ვათავსებთ თერმოსში, ვასხამთ 3 ჭიქა მდუღარე წყალს და ვაჩერებთ 4-5 საათი. უნდა მიიღოთ 1/4 ჩაის ჭიქა 5-6-ჯერ დღეში ჭამის წინ მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ფაღარათის, დიზენტერიის დროს.

ჩაის შემდეგნაირად აკეთებენ:

60 გრამი ფოთოლი უნდა მოადუღოთ 1 ლიტრ ქაფქაფა მდუღარე წყალში, გააჩერეთ 30 წუთი. სვამენ დღეში რამდენჯერმე კუჭის არეში ტკივილის,
საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის, შაქრიანი დიაბეტის დროს.

კატარაქტა

წარმოიქმნება ბროლის წვრილი ცილების თავისუფალი რადიკალების დაზიანების შედეგად. კატარაქტის განვითარება უჩერდებათ პაციენტების 97% – ს ვინც იღებს მოცვის ნაყოფს.

დიაბეტი

ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მოცვი სისხლში შაქრის დონეს საკმაოდ დაბლა წევს. გარდა ამისა ის ამცირებს დიაბეტის თანმდევ გლიკოპროტეინებს რომლებიც იწვევენ ნეიროპათიას და რეტინოპათიას.

ტკივილები მენსტრუაციის დროს:

მოცვის ერთერთი თვისებაა გლუვ კუნთებში დაძაბულობის მოხსნა. ამავე დროს ის აფართოვებს სისხლძარღვებს. ამიტომ ის დიდ დახმრებას გაუწევს იმ ქალებს ვისაც ავადმყოფური მენსტრუაცია აწუხებთ.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Facebook კომენტარები