Ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ფარისებრი ჯირკვალზე

4079

Ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ფარისებრი ჯირკვალზე

ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია ორგანიზმის  ფუნქციონირებაში. მისმა დისფუნქციამ შესაძლოა სხვა ორგანოების დაავადებებიც გამოიწვიოს.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებული წარმონაქმნია და მისი აგებულება განსხვავდება ჯირკვლის ჯანსაღი ქსოვილისგან. ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის (ენდემური, კვანძოვანი, დიფუზური, დიზუზურ-ტოქსიკური) დაავადება არსებობს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • იოდის დეფიციტი, რისი  გაუმჯობესება შესაძლებელია საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებით
  • გენეტიკური და მემკვიდრული განწყობა
  • ინფექციები
  • სტრესული გარემო

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სპექტრიდან ყველაზე ხშირად იკვლევენ ჰიპოფიზის ჰორმონს- თირეოტროპულ ჰორმონს (TSH).

ამ უკანასკნელი ჰორმონის დონის მომატება გვიჩვენებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უჭირს (ანუ ფუნქცია აქვს შემცირებული), რის გამოც  ჰიპოფიზი გასცემს უფრო მეტ ბრძანებას, რათა ფარისებრ ჯირკვალს სათანადო ოდენობის ჰორმონის გამომუშავება აიძულოს.

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას?

  • ყლაპვის გაძნელება
  • კისრის მიდამოში სპაზმები
  • ტკივილი და დისკომფორტი კისრის არეში
  • გულის აჩქარება/ გულისცემის აჩქარება
  • დაღლილობა
  • წონის უმიზეზო კლება ან მატება
  • ემოციური ცვალებადობა

Ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ფარისებრ ჯირკვალზე:

  • მოცვი და მოცვის წვენი
  • ზღვის მცენარეები და ზღვის პროდუქტები ( კრევეტები, სარდინი, ორაგული და თინუსი)
  • გამომცხვარი კარტოფილი (კანით)
  • იოგურტი, კვერცხი და ყველი
  • Ქოქოსის ზეთი.

საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე:

  • გრანულირებული შაქარი
  • ალკოჰოლი
  • ყავის გადაჭარბებული მოხმარება
  • სოიოს პროდუქტები
  • ჰიდროგენიზებული ზეთები.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Facebook კომენტარები