კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს გიშველით კომბოსტოს ბურახი. აი რეცეპტიც!

1535

კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს გიშველით კომბოსტოს ბურახი. აი რეცეპტიც!

კომბოსტოს ბურახი, მარილის გარეშე მომზადებული, მეტად სასარგებლო პროდუქტია, რადგან ნატურალური ფერმენტაციის პროცესში ის მდიდრდება სასარგებლო სიმბიოზური ბაქტერიებით. აღნიშნული სასმელი ფაქტობრივად უნიკალური პრობიოტიკია, სასარგებლოა გაცხიმოვნების, რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა დროს.

კომბოსტოს ბურახი მდიდარია B12, E, C, K და სხვა ვიტამინებით, მიკროელემენტებით, კერძოდ კალციუმით. შეიცავს რძის მჟავას, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ანტიოქსიდანტია, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

კომბოსტოს ბურახი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სამკურნალო და საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნული სასმელი მდიდარია Y ვიტამინით, რომელიც წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინად არის აღიარებული. მისი აქტიური ნივთიერებები აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, გამოირჩევა ნაღველმდენი

ეფექტით, წმენდს სისხლძარღვებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობას. სასმელი გამოირჩევა მცენარეული ფერმენტებით, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ფაქტობრივად, ბიფიდუმბაქტერინის საუკეთესო ანალოგია, შეიცავს ნაწლავისათვის სასარგებლო ბაქტერიებს, აძლიერებს იმუნიტეტს.

მომზადების წესი:

აიღეთ 1 კგ თეთრთავა კომბოსტო, მსხვილად დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში; დაასხით 1,6 ლიტრი გაფილტრული წყალი, კარგად დააბლენდერეთ, გადმოასხით 3-ლიტრიან ქილაში, მნიშვნელოვანია, რომ ქილაში ჰაერისათვის დარჩეს ადგილი. დაამატეთ 3 დაფნის ფოთოლი, 1 სადილის კოვზი კამის თესლი, დაახურეთ ქსოვილი ან ქაღალდის ხელსაწმენდი, დადგით ბნელ ადგილზე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ყოველ 12 საათში ერთხელ ურიეთ.

თავდაპირველად არასასიამოვნო სუნს შეიგრძნობთ, მასა მოცულობაში მოიმატებს და ბუშტუკებსაც ამოუშვებს – ეს ნორმალურია. 2-3 დღეში კომბოსტოს მწნილის სუნს შეიძენს, დუღილის მანიშნებელი ბუშტუკებიც გაქრება.
ამის შემდეგ მასა გადაწურეთ დოლბანდის რამდენიმე შრეში და მიღებული სითხე მაცივარში შეინახეთ. დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 0,5-1 ჭიქა დღეში სამჯერ.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები