ღამე ფეხის ძარღვის განასკვა ალბათ ყველას დამართნია და საშინელი ტკივილი უმრავლესობას გამოცდილი აქვს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც გძინავთ.
ასეთი რამ ემართებათ მათ ვინც:
ხშირად ზის ფეხიფეხ გადადებული;
ზიხართ არასწორად;
მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა გიწევთ;
ფეხის კუნთები გეჭიმებათ.
ასევე შესაძლოა ძარღვის განასკვის მიზეზი გახდეს:
ალკოჰოლიზმი;
ორსულობა;
დეჰიდრატაცია;
ენდოკრინული ცვლილება ორგანიზმში;
ფეხების სიმსუქნე;
პარკინსონის დაავადება;
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ამ მტკივნეულ შემთხვევას აგარიდებთ:
სანამ დაიძინებთ თბილი შხაპი მიიღეთ და ფეხის კუნთები ხელით დაიმუშავეთ;
მიიღეთ ვიტამინები მაგნიუმი და კალიუმი;
ფეხსაცმელი, რომელსაც ატარებთ კომფორტული და ერგონომიკის დაცვით უნდა იყოს შექმნილი;
სანამ დაიძინებთ გააკეთეთ სხეულის გაწელვა.
და მაინც თუ ფეხზე ძარღვი გაგენასკვებათ შემდეგნაირად მოიქეცით:
თავს ძალა დაატანეთ, რომ ადგეთ და გაიაროთ.
ფეხი სწრაფად აამოძრავეთ, ამ დროს სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და ტკივილი გაივლის.
განასკვულ ძარღვზე ხელი წრიულად ამოძრავეთ.