რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა იმისათვის, რომ ნაოჭების გამრავლებას შეუშალონ ხელი?
სახეზე პირველი ნაოჭების დანახვით გამოწვეულ გულისტკივილს ადრე თუ გვიან
ყველა ქალი განიცდის — თავი ხომ ახალგაზრდა სწორედ მათ დანახვამდე გგონია. როცა სახის კანს სიბერის პირველი ნიშნები შევამჩნიე, მეც დავღონდი, მაგრამ ბედს არ შევეგუე და სპეციალური ლიტერატურის გაცნობას შევუდექი.
ნაოჭებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ჩვენამდეც ბევრმა ნაცადმა ხერხმა მოაღწია. ყველას ერთად მოვუყარე თავი და მორიგეობით შევუდექი საკუთარ თავზე მათ გამოცდას.
რამდენიმე თვეში ნაოჭები არამცთუ არ მომემატა, გამიქრა კიდეც და მივხვდი, ვიდრე ახალგაზრდობა გწყურია, სიბერე ვერაფერს დაგაკლებს.
საფუვრის ნიღაბი
ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს საოცარი მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას,
ასუფთავებს კანის ფორებს. ეს საშუალება რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოდუნებული კანისთვის: აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის
მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის
კურსი მოიცავს 20 ნიღაბს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.
ლობიო
ლობიოს ხარშავენ, სრესენ, ამატებენ ცოტაოდენ ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს. ეს ნიღაბიც კარგად კვებავს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს ნაოჭებს. ალოე
ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი.
1 საათი გააჩერეთ და 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე.
კრაზანა
აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი, დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გაწურეთ. ეს საშუალება კარგია მშრალ კანზე
ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.
ბანანი
მწიფე ბანანი ჩანგლით გასრისეთ. დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე ჯერ მკვებავი კრემი წაისვით, შემდეგ კი
ბანანისა და კარტოფილის ფქვილის ნარევი. თუ ნიღაბი გაშრა, ახალი ულუფა წაისვით. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, ნიღაბი სწრაფად რომ არ გამოშრეს. ნიღაბი 30-40 წუთს
გაიჩერეთ, შემდეგ კი ბამბის ტამპონით მოიშორეთ. ეს ნიღაბი მშრალი კანისთვის არის რეკომენდებული, კურსი კი 10 პროცედურისგან შედგება.
ჩაის ნაყენი
ჩაის ცხელ ნაყენში დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ნაჭერი და დაიდეთ სახესა და ყელზე, ზემოდან დაითბუნეთ პირსახოცით. თუ მშრალი კანი გაქვთ, საფენი გაიჩერეთ 15-20 წუთი ნორმალურ კანზე შეგიძლიათ 20-30 წუთი გაიჩეროთ. კურსი 15 - -20პროცედურას მოიცავს!
სასურველია, ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ.