ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ და ზამთარს მტკიცედ შეხვდეთ
ყოველ შემოდგომაზე, როგორც კი სოფლად საქმეს მოვილევ და მთელი წლის მონაგარს
დავაბინავებ, საოცარი სისუსტე მეუფლება. თითქოს ენერგია ხელის ერთი მოსმით გამომაცალესო.
დილაობით ადგომა მიჭირს, შეგნებულად გავურბივარ ყოველგვარ საოჯახო საქმეს და ზოგჯერ ჭამაც კი მეზარება.
ერთ დღეს ეს ამბავი მეზობლებს შევჩივლე და მათაც ამ რეცეპტით მომზადებული წვე-
თების დალევა მირჩიეს. აი უკვე მეორე წელია, ვსვამ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.
წვეთები იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ მსურს, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა შეიტყოს მათ შესახებ.
ხორცსაკეპ მანქანას მდუღარე წყალი გადაავლეთ და მასში 300-350 გრამი გარჩეუ-
ნიორი გაატარეთ. გატარებული ნიორი მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით 200 მლ სპირტი.
ქილას მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. ათი დღის შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი კიდევ ორ დღეს გააჩერეთ.
წვეთებს ასხამენ 50 მლ ცივ ანადუღარ რძეს და დღეში 3-ჯერ იღებენ. თავდაპირველად
5-5 წვეთი უნდა მიიღოთ, მერე კი ყოველ ჯერზე წვეთების რაოდენობა I-ით გაზარდოთ.
მე-11 დღეს უკვე 25 წვეთს მიიღებთ. ასე გააგრძელეთ ნაყენის დამთავრებამდე.
თუ წამლის სმის დროს თირკმელი აგტკივდათ, წვეთების რაოდენობა განახევრეთ.
თუ ტკივილი გაგრძელდა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. მკურნალობის პერიოდში უხვადსვითსითხე. კარგია ლიმონის, ფორთოხლისა და სხვა წვენები. განსაკუთრებით მარგებელია ახალგამოწურული სტაფილოს წვენი (დღეში 0,5 ლიტრი).
რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, ცხარე სანელებლები და ალკოჰოლი წვეთების სმა ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებს და თირკმლის მწვავე დაავადებების მქონეთ.
მკურნალობა იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად ელასტიკურობას მატებს სისხლ–
ძარღვთა კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ძლიერ რგებს ათეროსკლეროზის, გულის ზოგიერთ დაავადებასა და შაკიკს.
აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.