გაუხეშებულ ხელებს ხალხური მედიცინის რეცეპტები დაგირბილებთ. ჩემი ტანჯვა დასრულდა!

1481

გაუხეშებულ ხელებს ხალხური მედიცინის რეცეპტები დაგირბილებთ. ჩემი ტანჯვა დასრულდა!

ქალაქგარეთ პატარა აგარაკი გვაქვს. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა, ამიტომ გამოზაფხულდება თუ არა, მეუღლესთან ერთად ყოველ უქმე დღეს იქ ვატარებ. ბაღ-ბოსტანს ვუვლით და სულიერად ვისვენებთ.

ყოველი ასეთი კათარზისის შემდეგ ორივე ერთსა და იმავე პრობლემას ვეჯახებოდით
— მუშაობის შემდეგ გამუდმებით გვიწევდა ხელებზე გაუხეშებული და ფერშეცვლილი კანის გონზე მოყვანა.

შარშან გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ მომეღო ბოლო ამ უსიამოვნო პრობლემისთვის, ხელების მოვლის რამდენიმე ფიტოთერაპიულ საშუალებას ერთად მოვუყარე თავი და პრობლემაც მოვსპე.

გთავაზობთ ჩემ მიერ გამოცდილ საშუალებათა მომზადების წესებს.

– ხელის კანის სიმშრალის დროს კარგია უმი კვერცხის ცილისგან მომზადებული წამალი:

თეფშზე უნდა გატეხოთ ერთი კვერცხი, ცილა და გული გააცალკევოთ, ცილა კარ-
გად ათქვიფოთ, პირდაპირ წაისვათ ხელებზე და კარგად შეიზილოთ. როგორც კი პირველი ფენა გაშრება, წაისვით მეორე და ასე შემდეგ, ვიდრე ცილა არ გათავდება.

უკანასკნელი ფენის გაშრობიდან 15-20 წუთის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით, უმჯობესია, ბავშვის საპნით და წაისვით ხელის ნებისმიერი კრემი.

შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ: მოამზადეთ კარტოფილის სქელი პიურე და სქელ ფენად დაიდეთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფარეთ და სქელი შალით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.

ხელების ძლიერი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ მარილიანი წყლის აბაზანები. გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და ცხელშივე ჩაყავით ხელები.

კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც:

მოამზადეთ შავი ჩაის მაგარი ნაყენი,
ხელებს 10-15-წუთიანი აბაზანები მიაღებინეთ. დაე, ამ საშუალებებმა თქვენს ხელებს დიდხანს შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა და სინაზე.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები