საკუთარი გამოცდილება მინდა ხალხს გავუზიარო – როგორ უნდა უმკურნალოთ შაქრიან დიაბეტს

3063

საკუთარი გამოცდილება მინდა ხალხს გავუზიარო – როგორ უნდა უმკურნალოთ შაქრიან დიაბეტს

დიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი მაწუხებს. დიაბეტის სამკურნალო წამლებსაც ვსვამ, მაგრამ ზოგჯერ შაქარი სისხლში ისე თამაშობს, არავითარ წამალს არ ემორჩილება.

ამიტომ გადავწყვიტე, წამლებისთვის მცენარეებიც მიმეშველებინა. ჩემ მიერ გამოცდილი მეტად ეფექტიანი რეცეპტები მინდა გავუზიარო მკითხველს.

როცა შაქარი სისხლში მომატებული გაქვთ, შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი მცენარეუ-
ლი წამალი მოამზადოთ და მონაცვლეობით გამოიყენოთ. შედეგი აუცილებლად გაგაო–
ცებთ:

1)  2 ს/კ დაფქული გამხმარი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 6 საათი. შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი ერთ დღეში უნდა დალიოთ. სვით 100-100 გრამი ჭამამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სისხლში შაქრის დონეზეა დამოკიდებული;

2)  4-5 ცალ საშუალო ზომის ხახვს მოაცილეთ კანის ზედა ფენა, გარეცხეთ და კანის დარჩენილ ფენასთან ერთად წვრილად დაჭერით. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. სვით 1/3 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სხვათა შორის, ხახვის ნაყენი ძალიან კარგი ყოფილა არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის
სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვისაც;

3) დღის განმავლობაში შეჭამეთ 3 მცირე ზომის ხახვი შავ პურთან ერთად — ყოველი
ჭამის წინ თითო თავი;

4) 1 ს/კ თეთრი ფითრის ტოტებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დადგით ბნელ ადგილას 7 დღე, შემდეგ გადაწურეთ და ნალექიც გამოწურეთ. სვით 2 ჩ/კ წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე;

5) ამ რეცეპტებიდან ყველაზე ეფექტიანია წიწიბურასა და მაწვნის ნარევი: 2 ს/კ წი-
წიბურას ფქვილს დაასხით 1 ჭიქა მაწონი და დადგით 10 საათი. ამ ფაფით უნდა ისაუზმოთ და ივახშმოთ. ჩაის მაგივრად სვით ვარდკაჭაჭასა და კალენდულას ნაყენი.

6)  2 ს/კ სელის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გადმოდგით, შეაგრილეთ და თბილ-თბილი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დადებითი ცვლილებები ხდება  და ეს ცვლილებები იმდენად შესამჩნევია, რომ დიაბეტიანებს ზოგჯერ ინსულინის დოზის შემცირებაც კი უწევთ. სელის ნაყენის სმა საჭიროა ერთი წლის განმავლობაში.

ამასთან ერთად, პერიოდულად უნდა სვათ ვარდკაჭაჭას ნაყენი. იგი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და წმენდს ორგანიზმს დიაბეტის დროს წარმოქმნილი შხამებისგან. დიაბეტიანებს პრასის ჭამას ვურჩევ. ეს მცენარეც აწესრიგებს შაქრის დონეს.

მასშემდეგ, რაც მცენარეულ საშუალებებს ვიყენებ, შაქრის დონე სისხლში სულ წესრიგში მაქვს.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები