რადიკულიტის მტანჯველ ტკივილებს ასე უმკურნალა დედაჩემმა. გაგიზიარებთ მის მონათხრობს

784

რადიკულიტის მტანჯველ ტკივილებს ასე უმკურნალა დედაჩემმა. გაგიზიარებთ მის მონათხრობს

რამდენიმე წელია, მაწუხებს წელისა და სახსრების ტკივილი. საკმარისია, რამდენიმე ხანს ფეხზე მომიწიოს დგომა, რომ ტკივილი დაბარებულივით შემახსენებს თავს.

ბევრი რამ ვცადე. ექიმთანაც ვიყავი, რომელმაც ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და ართრიტის დიაგნოზი დამისვა.

ვიყენებდი მალამოებს, ტკივილგამაყუჩებელ, ქონდროპროტექტორულ საშუალებებს, თუმცა შვება ბუნებისგან ბოძებულ საშუალებაში ვპოვე.

– აიღეთ 200 გრამი წვრილად დაჭრილი სალბის ფოთოლი, დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი.

ნახარში თუშფალანგზე გადაწურეთ, ჩაასხით 37°C ტემპერატურის აბაზანაში და ჩაწექით მასში ნახევარი საათით. ჩაიტარეთ პროცედურა
დღეგამოშვებით. კურსი 15 აბაზანაა.

შემდგი წამლის მოსამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი (მცენარე 3 წლის მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.

– ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის ცელოფანში და შედეთ მაცივარში. 7 დღის შემდეგ გამოიღეთ, წვრილად დაკეპეთ და თაფლსა და ღვინოში ჩაყარეთ.

ნარევი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით.
ამის შემდეგ წამალი უკვე მზად არის.

უნდა სვათ ასეთი წესით:

1 თვის განმავლობაში — თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე
1 საათით ადრე.

11 თვის შემდეგ – თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები