მარილებმა შემოგიტიათ და არ იცით როგორ დაღწიოთ თავი? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

1172

მარილებმა შემოგიტიათ და არ იცით როგორ დაღწიოთ თავი? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

როცა 50-ს გადავაბიჯე, დაავადებებმა ერთბაშად შემახსენა თავი და მკურნალობაზე ფიქრიც აუცილებლობად მექცა.

სწორედ ამ ასაკში გავიგე ჯანმრთელობის ჭეშმარიტი ფასი და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ყველაზე მეტად ქვედა კიდურების ტკივილი მაწუხებდა, სიმძიმის გრძნობის გასაქარვებლად, ახლობლის რჩევით, ვატარებდი წინდებს, რომლებშიც ჩაფენილი მქონდა ვირისტერფას ახალი ფოთლები.

წინდებს ისე ვივსებდი ფოთლებით, რომ მთელი ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი მთელი დღე. ძილის წინ თბილ აბაზანას ვიღებდი, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვიზელდი მთელ ტერფს ისეთი ძალით, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო.

ასევე ახლობლის რჩევით, ყოველ შემოდგომაზე, მთელი ოქტომბერი, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით — ძვლებიდან, გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების გამო დაგროვილი არასასურველი მარილები.

ამის შემდეგ წელის ტკივილებიც მიკლებს და კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კი-
დურები კი თავისუფლად იხრება. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და  მაღლა ვწევ, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს.

ასევე თანამშრომელმა მასწავლა ამ დაავადების წამალი, რომელიც ასე მზადდება:

სახეხზე გახეხეთ 250 გრამი ოხრახუშის ძირი და ერთი ცალი ლიმონი კანიანად, დაამატეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 300 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 1 თვეა. ეს წამალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები