როდესაც ავიტამინოზის დეფიციტსა და ძალ-ღონის გამოცლას უჩივით სცადეთ ეს გასაოცარი რეცეპტები
ცოტა ხნის წინ ძლიერი ნერვული აშლილობა გადავიტანე. სტრესს ავადმყოფობაც დაერთო და ოპერაცია დამჭირდა. ოპერაციის შემდეგ საშინელი სისუსტე დამჩემდა. დამიქვეითდა ჰემოგლობინი. კარგა ხანს ვერ წამოვდექი ფეხზე.
მეგობარმა, რომლის ქმარსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა კუჭის ოპერაციის შემდეგ, ეს საშუალება მირჩია:
ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) კურაგას, ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ.
ვასხამთ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც. ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევ, თუმცა დიდხანს გასტანს. ასაკი ნუღარ დაგაღონებთ.
აიღეთ მწიფე კოწახური, გაარჩიეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. წვენს დაუმატეთ შაქარი ან თაფლი პროპორციით 1:1, სამედიცინო სპირტი (100 გრამი 1 ლიტრზე) ან არაყი (250 გრამი 750 მილილიტრზე) და დააკონსერვეთ.
ამ ნაყენის ბავშვებისთვის მიცემა რეკომენდებული არ არის. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, იანვრიდან მაისამდე, 1 თვის განმავლობაში. 2-3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, კურსი გაიმეოროთ.
აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.