ორგანიზმის გაწმენდა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტურია – ეს ყველას სჭირდება

1161

ორგანიზმის გაწმენდა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტურია - ეს ყველას სჭირდება

ლიმონი კარგია ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად. ეს მარტივი
მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას, უბრალოდ,
ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს შემდეგი სურსათი: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები. გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. ამასთანავე, სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს.

პროცედურა ასეთია:

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაჭერით მასში 1 ცალი ლიმონი, გააჩერეთ 2 საათს. ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით, უზმოზე მიირთვით.

თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ. ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი — 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. კურსი 10 დღეა.

მკურნალობის შედეგი ასეთია:

ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც მრავალ დაავადებას: ბრონქიტს, გრიპს, თივის ცხელებას, ფილტვის ანთებას  იწვევს.

გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

რაც შეეხება ორგანიზმის ბრინჯით გაწმენდას, ამ მეთოდს აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან იყენებენ.

ძილის წინ 2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი (მუქი ფერის გაუფცქვნელი), 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა დაალბოთ, მეორე დღეს წყალი გადაღვაროთ, ახალი დაასხათ, შედგათ დაბალ ცეცხლზე და მოხარშოთ.

უნდა მიირთვათ უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენოთ, შემდეგ კი
კურსი გაიმეოროთ. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მკურნალობის შედეგი ასეთია:

იწმინდება შარდ-სასქესო სისტემა, სახსრებიდან გამოდის დანალექი მარილები, ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობა.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia