ხშირად მიწევს ბოსტანში მუშაობა და ამის გამო ფრჩხილები ძალიან დამიზიანდა.  აღმოვაჩინე რამდენიმე ძალიან ეფექტური მეთოდი

1841

ხშირად მიწევს ბოსტანში მუშაობა და ამის გამო ფრჩხილები ძალიან დამიზიანდა.  აღმოვაჩინე რამდენიმე ძალიან ეფექტური მეთოდი

მოგეხსენებათ, რამდენი სამუშაოა სოფლად შემოდგომაზე. საქმეში გართული ხშირად ვერც კი ვამჩნევ, როდის ვიზიანებ ფრჩხილებსა თუ კანს.

საშემოდგომო სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ფრჩხილების მოსაწესრიგებლად ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი მჭირდება, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ყველა საშუალებას,რომელიც დაზიანებული ფრჩხილების აღსადგენად არის განკუთვნილი.

თუ ფრჩხილები გათხელდა და მტვრევადი გახდა, თითის წვერები 15 წუთით თბილ
ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთში ჩაყავით.

პარალელურად გაიმდიდრეთ კვების რაციონი A და D ვიტამინებით, ცილებით, კალციუმით.

თუ ფრჩხილები გაყვითლდა,თითები 3%-იანი წყალბადის ზეჟანგში ან ლიმონის წვენში მოათავსეთ.

ფრჩხილებს ამაგრებს ზღვის მარილის აბაზანა დღეგამოშვებით. კარგია ღამით გლიცერინის წასმაც.

ფრჩხილების გასამაგრებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეული ზეთი და ვაშლის ძმარი, აურიეთ ერთმანეთში და გაიკეთეთ ამ ნარევის 10 - წუთიანი აბაზანა.

ფრჩხილებზე დღეში რამდენჯერმე წაისვით ლიმონის ნაჭერი. 7-10 დღეში ფრჩხილე-
ბი გამაგრდება და ბზინვარებას დაიბრუნებს.

თუ ფრჩხილი გამრუდდა, აიღეთ თითო ჩაის კოვზი თხის, ბატისა და ქათმის ქონი, აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ გამრუდებულ ფრჩხილზე, შეიხვიეთ და 5-7 საათით დაიტოვეთ. ფრჩხილი დარბილდება, ხორციდან უმტკივნეულოდ გამოიწევა და ადვილად მოიჭრება.

აუცილებლად სანახავი:ბუასილის ყველაზე ეფექტური სამკურნალო რეცეფტები , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia