სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელი კვერცხით-უგემრიელესია!

1080
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ საჭმლის მოსამზადებლად, იზრდება გაყინული პროდუქტების რაოდენობა და ერთფეროვანი გემოები ყოველდღიური რაიცონის ნაწილი ხდება. ჩვენ გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელ, უგემრიელესი კვერცხიანი ღვეზელის რეცეპტს, აუცილებლად სცადეთ და თავად შეაფასეთ გემო!
ღვეზელი ხახვითა და კვერცხით

ინგრედიენტები ცომისთვის

– 4 კვერცხი
– 7 ს/კ ფქვილი
– 1/3 ჩ/კ სოდა
– 200 გ არაჟანი
– 1 ს/კ მაიონეზი
– მარილი

გულსართის ინგრედიენტები

– 6 ც მოხარშული კვერცხი
– 1 კონა მწვანე ხახვი
– მარილი

მომზადება:

1. მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მაიონეზი და არაჟანი, დააყარეთ ფქვილისა და სოდის კომბინაცია.
2. დაჭერით ხახვი წვრილად, ხოლო მოხარშული კვერცხი-კუბიკებად. აურიეთ გულსართი და მოაყარეთ მარილი.
3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაასხით მომზადებული ცომის ნახევარი, შემდეგ დაადეთ გულსართი და ზემოდან დაუმატეთ დარჩენილი ცომი.
4. გამოაცხვეთ შებრაწვამდე 200 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირის ან ასანთის ღერის დახმარებით.

frenis kompensacia
frenis kompensacia