პიელონფრიტის მკურნალობა სახლის პირობებში საუკეთესო რეცეპტით

419

პიელონფრიტის მკურნალობა სახლის პირობებში საუკეთესო რეცეპტით

პიელონეფრიტი ინფექციური გენეზის დაავადება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანოს – თირკმელს აზიანებს.

ექიმებმა პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი მიჯდებოდა მათი ყიდვა, ამიტომ ორი დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი. ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა მეზობელმა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი, ამიხსნა, როგორ უნდა მესვა, მეც დავუჯერე და, შეიძლება ითქვას, დღეს უკვე განკურნებული ვარ.

მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, დიდი მადლი იქნება, თუ სხვებსაც ასწავლიო. ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველებს გავაცნო ეს რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და.დაელოდეთ, სანამ 80 გრადუსამდე არ გაგრილდება. ამასობაში მჭრელი დანით ან სახეხით. დააქუცმაცეთ პროპოლისი.

ზამთარში პროპოლისი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანია და ძნელი დასაქუცმაცებელი, რადგან დანას ან სახეხს ეკვრის, ამიტომ წელიწადის ცხელ დროს მაცივარში უნდა შეინახოთ.

150 გ დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით. შემდეგ ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 20 წუთი.

ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისი არ მიეკროს ქვაბის კედლებსა და ძირს. 20 წუთის გასვლის შედეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შემდეგ ეს მასა გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (და უფრო მეტად) 15-20 წუთის განმავლობაში.

მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქვაბი ხან უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან, ხან ისევ შედგათ. უმჯობესია მიიყვანოთ 90 გრადუსამდე, შემდეგ გადმოდგათ ქურიდან და 80 გრადუსამდე გაგრილებული კვლავ შედგათ.

მზა მასა უნდა გაფილტროთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და ქილაში გადაიღოთ. მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვმო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ძირზე რჩება პროპოლისის ნაწილაკების ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება.

თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ.

ამისთვის კარაქი გახვრიტეთ რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) და წყალი გადმოღვარეთ. ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.

ასე ვამზადებდი პროპოლისის კარაქს და ვიღებდი ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში
3-ჯერ 1 ჩაის კოვზს, თან წვენს ან კომპოტს ვაყოლებდი. გარდა ამისა, პერიოდულად ვსვამდი სიმინდის ულვაშის, ნიახურის ან დათვის კენკრას ნახარშს.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Facebook კომენტარები