მუნის მკურნალობის გასამარტივებლად ეს გამორჩეული მეთოდები სცადეთ

3257

მუნის მკურნალობის გასამარტივებლად ეს გამორჩეული მეთოდები სცადეთ

მუნი (ბღერი )– ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ძლიერი ინტენსიური ქავილით; დაავადების გამომწვევია ბღერის ტკიპა.

დასნებოვნება ხდება დაავადებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, მუნითეთრეულით, ტანსაცმლით და პირადი მოხმარების საგნებით.

დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა ოჯახის წევრები, მეზობლები და კონტაქტში მყოფი სხვა პირები; ასევე გადაეცემა სქესობრივი კავშირით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1–2 კვირა გრძელდება .

კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული მდედრობითი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი განათავსებს კვერცხებს.

დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ვრცელდებიან კანის ახალ უბნებში.

მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები, წვრილი ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები.

დაავადებისათვის პათოგნომურია “მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით, სადაც იმყოფება მდედრობითი ტკიპა.

დაავადება განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პროცესი საჭიროებს დიდ ძალისხმევას. დროულად დაწყება მნიშვნელოვანია.

როდესაც მუნით ჯერ მხოლოდ ხელის მტევანია დაზიანებული, აიღეთ დამჟავე
ლი ბურახი, ჩაყარეთ მასში იმდენი მარილი, რომ სითხე ძლიერ დამლაშდეს. ბურახი.
ცხელეთ, ჩაყავით მტევანი და გქონდეთ, ვიდრე გაუძლებთ.

სცადეთ ჭვავის ნაყენიც: ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ ჭვავი, აავსეთ წყლით, გაუკეთეთ საცობი და 9 დღით დადგით სითბოში. მეათე დღეს გადაწურეთ და შეინახეთ. ამ სითხით დღეში 2-3-ჯერ უნდა გაიწმინდოთ დაზიანებული ადგილები. სამი დღის შემდეგ გამონაყარი კლებას დაიწყებს და ბოლოს სულ მთლად გაქრება.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დაფნის ფოთოლს ფქვავენ, კარაქში ურევენ და მუ-
ნით დაზიანებულ ადგილებზე ისვამენ.

საუკეთესო საშუალებად გოგირდის მალამო ითვლება: აიღეთ 4 წილი ღორის ქონი, 2 წილი გოგირდი და 1 წილი მარილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველდღე წაისვით მთელ ტანზე, ყელს ქვემოთ, ხუთი დღის განმავლობაში.

მეექვსე დღეს ტანი კარგად დაიბანეთ, ხოლო თეთრეული და ტანსაცმელი გამოხარშეთ.

აუცილებლად სანახავი:კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

Facebook კომენტარები