აქამდე თუ გსმენიათ ქერის ყავაზე და მის შესაძლებლობებზე? – ჯანმრთელობას მანამ სჭირდება მიხედვა, სანამ შეგერყევათ

322

აქამდე თუ გსმენიათ ქერის ყავაზე და მის შესაძლებლობებზე? - ჯანმრთელობას მანამ სჭირდება მიხედვა, სანამ შეგერყევათ

არ მესმის, რატომ იწყებს ხალხი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავად გახდება და რატომ არ ცდილობს მანამდე ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შერყეული ჯანმრთელობის მკურნალობა გაცილებით ძნელი და ძვირია, ვიდრე მისი შენარჩუნება.

გაზაფხულზე ბევრი მოთენთილობას უჩივის, ადვილად იღლება და სულ ეძინება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ქერის მეშვეობით.

ხალხური მედიცინა ძველთაგანვე იყენებდა ქერის ნაყენს ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად.

მე ყოველ დილას სწორედ ქერის ნაყენით ვიწყებ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქერის მარცვალი, ვარდკაჭაჭას ფესვი და რკო. თუ გაქვთ, ამ ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ ჭვავი და შვრია (ნახევარზე ნაკლები).

ეს ყველაფერი დაფქვით და ერთმანეთში აურიეთ. 2-3 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ქაფის წარმოქმნამდე. ნახარში შეგიძლიათ დალიოთ დღეში 2-3-ჯერ. დაგიცავთ ავიტამინოზისგან.

გთავაზობთ მეორე, ასევე მეტად სასარგებლო ნახარშის რეცეპტსაც:

1/2 ჭიქა დაფქულ ქერს დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ 2,5 საათის განმავლობა-
ში ნელ ცეცხლზე.

შემდეგ გაფილტრეთ, წამოადუღეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი როზმარინის ფოთოლი (შეგიძლიათ, როზმარინის ნაცვლად გამოიყენოთ პიტნის, ბარამბოს, შავი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ფოთლები).

შეფუთეთ და 1/2 საათს გააჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ გაფილტრეთ. მიიღეთ ყოველდღე, დღეში 3 ჭიქა. დილაობით ნაყენს შეგიძლიათ დაამატოთ 30 წვეთი ჟენ-შენი.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia