ორგანიზმის გაწმენდა ამ მეთოდით ყველაზე მარტივი და ეფექტურია – გამოდევნეთ მავნე ნივთიერებები სხეულიდან

383

ორგანიზმის გაწმენდა ამ მეთოდით ყველაზე მარტივი და ეფექტურია – გამოდევნეთ მავნე ნივთიერებები სხეულიდან

ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ორგანიზმიდან გამოდევნაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ.

მეც დავინტერესდი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი ამ საშუალებებს, რომლებიც, მართალია, იოლი მოსამზადებელია, მაგრამ უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ:

1 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ, მერე კი გაწურეთ. ნაყენი გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ჯერზე – თითო. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 საშუალო ზომის ნიორი.
ნიორი გახეხეთ და შეურიეთ ძმარსა და თაფლს. ნარევი ჩაასხით ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით მაცივარში არანაკლებ 5დღე-ღამით. მეექვსე დღეს წამალი მზადაა.

1-2 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში ან წვენში და დალიეთ საუზმის წინ.
მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე სითხე გეყოფათ. ამგვარი თერაპია შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.

ორგანიზმის გაწმენდა წარმოუდგენელია მისი მკვებავი მაგისტრალების, სისხლძარღვების გაწმენდის გარეშე.

სისხლძარღვთა გაწმენდა შესაძლებელია დიდგულას ნაყოფით.

დიდგულას ნედლი ნაყოფი ფენა-ფენად ჩააწყვეთ სამლიტრიან ქილაში. ფენა-ფენადვე მოაყარეთ შაქარი (კენკრისა და შაქრის ფენების სიმაღლე დაახლოებით 1,5 სმ უნდა იყოს).

ქილა პირამდე შეავსეთ, დაახურეთ, დადგით ღია ადგილას ერთი დღე-ღამით, შემდეგ 6-8 დღე-ღამით მაცივარში შედგით, თვალი ადევნეთ, რომ ქილის შიგთავსი არ დამჟავდეს ამას თეთრი ქაფის გაჩენით მიხვდებით.

6-8 დღე-ღამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სიროფი ისევ მაცივარში შედგით, მიიღეთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. დააყოლეთ წყალი.

ამ სიროფს ყველა ერთნაირად ვერ იტანს, ზოგმა შესაძლოა თავი ცუდად იგრძნოს, მაგრამ ეს 2 დღეში გაივლის. თუ უსიამოვნო სიმპტომები 2-3 დღეში არ გაქრა, მაშინ წამლის დალევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები