მარწყვი საოცრებებს ახდენს - მისი წყალობით განვიკურნე გულის დაავადებისგან
პენსიაზე ახლახან გავედი. მანამდე მთელი ცხოვრება სკოლაში ვმუშაობდი, ქართულ
ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი. როცა ასეთი დაძაბული სამუშაო გაქვს, ძნელია,
ჯანმრთელობა შეინარჩუნო.
მგონია, ვისაც კი მასწავლებლად უმუშავია, ყველა გულსა და ნერვებს უჩივის. ყოველ შემთხვევაში, მე ნერვები საშინელ დღეში მქონდა, ყველაფერი მაღიზიანებდა.
დროდადრო გულიც მახსენებდა თავს, ხელებზე კი ყოველ გაზაფხულზე ეგზემა მიჩნდებოდა. ერთი სიტყვით, სადარდებელი არ მაკლდა.
ერთ ზაფხულს ჩემმა ქალიშვილმა 18 წლის შვილიშვილთან ერთად სოფელში გამიშვა
დასასვენებლად. იმ წელიწადს მარწყვის შესანიშნავი მოსავალი მოვიდა. ჩვენც ვჭამეთ, ახლობლებსაც მოვუკითხეთ და სამურაბედაც ბლომად დაგვრჩა.
დროდადრო მარწყვის, მარწყვისა და კვერცხის, მარწყვისა და არაჟნის ნიღბებს ვიკეთებდით. მეც და ჩემმა შვილიშვილმაც საკმაოდ დავიკელით წონა და ენერგიითა და ხალისით ავივსეთ.
როდესაც ჩემი ქალიშვილი და სიძე ჩვენს მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, გაოცებულები დარჩნენ. ეს კიდევ არაფერი — ერთი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ აღარც გული მაწუხებდა და ეგზემაც სადღაც გაქრა.
თავდაპირველად არც კი მიფიქრია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მარწყვი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის შესახებ ზოგი რამ წავიკითხე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის
და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია.
ეს მთელი აფთიაქია — გულსაც უხდება, სისხლძარღვებსაც, უძილობასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბრონქიტისა და ანგინის არაჩვეულებრივი წამალიც არის.
მას შემდეგ ყოველ წელიწადს იმდენი მარწყვი მომყავს, რომ მთელი ზაფხული მივირთვათ და მთელი წლის სამყოფი ჯანმრთელობა „მოვიმარაგოთ“.
აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.