ეს წერილი ბიცოლაჩემმა გამომიგზავნა და რეცეპტიც თან დაურთო – მინდა თქვენც გაგიზიაროთ

5125

ეს წერილი ბიცოლაჩემმა გამომიგზავნა და რეცეპტიც თან დაურთო - მინდა თქვენც გაგიზიაროთ

ბიცოლას წერილი: შარშან ქობულეთში ვისვენებდი. ნორმალურად დაბინავებული არც კი ვიყავი, რომ ზღვას მივაშურე. ცურვით გული ვიჯერე, სამაგიეროდ მეორე დილით, გაღვიძებისთანავე, შევამჩნიე, რომ ყელში მფხაჭნიდა, ცხვირი გაჭედილი მქონდა და ცოტა მახველებდა კიდეც.

მაშინვე აფთიაქში გავვარდი, უამრავი წამალი შევიძინე — მინდოდა, რაც შეიძლება მალ გამოვჯანმრთელებულიყავი, ზღვაზე ხომ შვებულების ყოველი დღე განსაკუთრებით ძვირფასია.

ამაოდ გავისარჯე — ორი დღე არაფერმა მიშველა. დიასახლისმა, ვის სახლშიც
ოთახს ვქირაობდი, ჩემი ტანჯვა-წამება რომ დაინახა, ფინჯნით ოქროსფერი თაფლი შემომიტანა, მითხრა, დილა-საღამოს 3-3 სადილის კოვზი მიირთვი და ნახავ, ხვალ უკვე კარგად იქნებიო.

თაფლს რაღაც უცნაური გემო აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც კეთილსინდისიერად
ვყლაპე და მეორე დღეს თავი მართლაც უკეთ ვიგრძენი. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ დიასახლისს სასწაულმოქმედი თაფლის შესახებ ვკითხე.

გაეცინა — ეს თაფლი კი არა, თეთრი თუთის სქელი ვაჟინიაო, გამომგზავრებისას კი, დაპირებისამებრ, ვაჟინის რეცეპტიც მომცა, რომელსაც სიამოვნებით გასწავლი:

აიღეთ 3 კგ თეთრი თუთა (უმჯობესია, წვრილნაყოფიანი იყოს), კარგად გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. ქვაბი შედგით ნელ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით და წვრილ საცერში გახეხეთ.

მიიღებთ სქელ მასას, რომელიც ხელახლა უნდა ჩაასხათ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე შედგათ, ვიდრე სქელ, თაფლისებრი კონსისტენციის ვაჟინად არ იქცევა.

სხვათა შორის, ჩემი დიასახლისი თეთრი თუთისგან გამოხდილი არყით ქმარს გასტრიტისგან მკურნალობდა — ყოველ დილით 2 სადილის კოვზს ასმევდა.

პირადად არ გამომიცდია, მაგრამ, ჩემი დიასახლისის თქმით, 6 თვეში გასტრიტი აბსოლუტურად იკურნება და კუჭის ტკივილიც სამუდამო დავიწყებას ეძლევა.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia