ვაშლის სამკურნალო თვისებებზე ჩემმა მასწავლებელმა მიამბო - თურმე ხალხური მედიცინა დიდი ხანია იყენებს
ხალხურ მედიცინაში ვაშლს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.
გახეხილი ვაშლის საფენები აცხრობს კანის ანთებას, აშუშებს დამწვრობას, მოყინუ
ლობას, ძნელად შეხორცებად წყლულებს.
ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი, ამდენივე თაფლი, ერთმანეთში
აურიეთ და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2 3-ჯერ.
გახეხილი ვაშლის გამონაწური შეიზილეთ თავის კანში — უხდება თავის ტკივილს.
ხველებისა და ხმის ჩახლეჩისას სამი ცალი გაუფცქვნელი ვაშლი დაჭერით, დაასხით
ერთი ლიტრი წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, დღეში 2-3 ჭიქა.
გაციებისა და გრიპის დროს ვაშლი გახეხეთ, თხლად გადაუსვით ორკეც დოლბანდს
და ტემპერატურის დასაწევად შუბლზე დაიდეთ.
გასტრიტის დროს გათალეთ ორი ცალი მწვანე ჯიშის ვაშლი, ამოაჭერით გული,
გახეხეთ და დილით ადრე მიიღეთ. ვაშლის მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ 4-5 საათის განმავლობაში ნურც დალევთ რამეს და ნურც შეჭამთ.
მკურნალობა ტარდება შემდეგი სქემით: პირველ თვეს – ყოველდღე; მეორე თვეს — კვირაში 2-3-ჯერ, მესამე თვეს — კვირაში ერთხელ.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს 0,5ლ ვაშლის წვენი გახსენით 75 გრამ თაფლში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
ვაშლის ქერქის ჩაი ამშვიდებს ნერვებს, ამცირებს ხველას და ყელის ჩახეხვის შეგრძნებას, ებრძვის ჭარბ წონას და სიმსუქნეს, აქვს შარდმდენი ეფექტი.
ვაშლის ქერქი გაახმეთ და დააქუცმაცეთ. 1 ს. კ-ს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი
და ჩაისავით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6 ჯერ.
ტერფებზე ნახეთქების მოსაშორებლად ვაშლი წვრილად დაჭერით, ხარშეთ ცოტაოდენ რძეში ფაფად ქცევამდე, გააგრილეთ, სქლად დაიდეთ ნახეთქზე, დაიფარეთ დოლბანდი და 30 წუთით გაიჩერეთ.
მეჭეჭების მოსაშორებლად კანი დაიზილეთ ახალგაჭრილი ვაშლის კიდით 3-4 წუთის
განმავლობაში დღეში 5-6-ჯერ, ერთი თვე.
აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.