თირკმელებში კენჭების დაგროვება საკმაოდ გახშირებული პრობლემაა – არყის ხის ფოთლები შესანიშნავად ახერხებს მათ დაშლას

355

თირკმელებში კენჭების დაგროვება საკმაოდ გახშირებული პრობლემაა – არყის ხის ფოთლები შესანიშნავად ახერხებს მათ დაშლას

უამრავი ისეთი ადამიანი ვიცი, ვისაც თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აწუხებს.

მინდა, მათ ვასწავლო უებარი წამალი და ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დავეხმარო.

ვისაც კენჭის გავლა გამოუცდია, ეცოდინება, რა არაადამიანური ტკივილი ახლავს მას. ყოველთვის მეგონა, ამტანი ვიყავი, მაგრამ ის, რაც ამ დროს გადავიტანე, ყოველგვარ მოთმინებას აღემატებოდა. კი არ ვტიროდი, ვღმუოდი.

მართალია, მედიცინას კენჭების დასაშლელად და გამოსადევნად ფართო არსენალი აქვს, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა ვერ მომცა იმის გარანტია, რომ ძველი კენჭების ადგილას დროთა განმავლობაში ახალი არ წარმოიქმნებოდა.

ამ პროცესის შესაჩერებლად შევიცვალე ცხოვრების წესი, დავიწყე სპეციალური დიეტის დაცვა და ექიმის მიერ გამოწერილ წამლებთან ერთად მცენარეული ნაყენების სმაც, რომელთა მომზადებასაც სიამოვნებით გასწავლით თქვენც.

მიმაჩნია, რომ მკურნალობის სწორი მეთოდი ავირჩიე, თუმცა გირჩევთ, მაინც მიმართოთ ექიმს, გაიკეთოთ აუცილებელი ანალიზები, რომელთა მიხედვითაც სპეციალისტი დაადგენს, რა ტიპის ქვების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი თქვენი ორგანიზმი.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სვათ ბევრი — დღეში 2 ლიტრი მაინც — სითხე. ეს ხელს შეუწყობს შარდის განზავებას და მარილების უმტკივნეულოდ გამოყოფას. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ რეცეპტებს:

აიღეთ 1 სუფრის კოვზი არყის ხის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა
მდუღარე წყალი, დააყენეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი ნაყენი.

წვრილად დაჭრილ,მზეზე გამხმარ2 სუფრის კოვზმარწყვის ფოთოლს დაასხით მდუღა-
რე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები