კლიმაქსი ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გაგიზიარებთ საკუთარ თავზე გამოცდილ რეცეპტებს
რამდენიმე წლის წინ უჩვეულო მოვლენები დამეწყო: წამომახურებდა, ოფლი დამასხამ-
და, გული ამიჩქარდებოდა, აუხსნელი შფოთვა და მოუსვენრობა მეუფლებოდა, ზოგჯერ უმიზეზოდ ვბრაზობდი, ზოგჯერ კი გული ამიჩუყდებოდა ხოლმე და ცრემლად ვიღვრებოდი.
მივედი ექიმთან. მან ყურადღებით მომისმინა და ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი კლიმაქსის ბრალი იყო, თან ათასნაირი დამამშვიდებელი თუ ჰორმონული პრეპარატი გამომიწერა.
მეგობარმა, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და ეს ყველაფერი გამო-
ვლილი აქვს, მირჩია, ბუნებრივი საშუალებები მეცადა.
მისი რეცეპტები ძალიან მომიხდა, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით თქვენც!
აიღეთ 2 სუფრის კოვზი კრაზანა, ამდენივე ბარამბო, 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით
1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.
თუ ჩაის გემო მოგბეზრდათ, შეგიძლიათ, ინგრედიენტების თანაფარდობა თქვენი გე-
მოვნებისა და შეხედულებისამებრ ცვალოთ.
ძლიერი ოფლიანობისას კარგია სალბის ჩაი. ის ასე მზადდება: 3 ჩაის კოვზ სალბის
ფოთოლს დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი და თავდახურული ჭურჭლით 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა.
აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.