ჭარბთმიანობას დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ამ მეთოდებით მოვახერხე ზედმეტი თმების მოცილება უმტკივნეულოდ.

1551

ჭარბთმიანობას დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. ამ მეთოდებით მოვახერხე ზედმეტი თმების მოცილება უმტკივნეულოდ.

ჭარბთმიანობას ქალები მწვავედ განიცდიან. დადიან სილამაზის სალონებში, უამრავ თანხას ხარჯავენ ეპილაციურ თუ დეპილაციურ პროცედურებში, მცენარეული საშუალებით მათი მოშორება კი აზრად არავის მოსდის.

არადა, ხალხური მედიცინა ზედმეტი თმის მოსაცილებელ უამრავ საშუალებას გვთავაზობს, რომელთა ეფექტიანობაც ათასობით ქალბატონს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

დაწვით კაკლის ნაჭუჭი, მისი ფერფლი წყალში აურიეთ და თმიან ადგილას წაისვით.

თუ ამ პროცედურას ყოველდღე ჩაიტარებთ, თმა აუცილებლად გაგცვივათ.

სასურველია კაკლის უღლის სპირტიანი ნაყენის სმაც.

უნდა აიღოთ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელი (ლებნებს შორის მოქცეული ფირფიტა), დაასხათ 2 ჩაის ჭიქა არაყი და თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით დააყენოთ. შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ დღეში 1 სუფრის კოვზი.

აიღეთ 3 სადილის კოვზი ლემა და მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გადაწურეთ და წაისვით ჭარბთმიან ადგილებზე, კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.

არასასურველი თმის მოჭრას ან პინცეტით ამოძრობას არ გირჩევთ მატრავმირებელი მანიპულაციის შემდეგ თმა უფრო მეტად გახშირდება და გაიზრდება.

თუ ვერაფერი მოუხერხეთ, უმჯობესია, წყალბადის ზეჟანგით გაიუფერულოთ. ამისთვის საკმარისია, აიღოთ ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი და დაუმატოთ 1 წვეთი ნიშადურის სპირტი.

ეს ნარევი უნდა წაისვათ თმიან ადგილას, სასურველია, საღამო ხანს, და 1-2 საათს გაიჩეროთ.

ნახარში წლობით ინახება, ადვილად არ ფუჭდება და ამიტომ ერთ ჯერზე მოხარშულის გამოყენება დიდხანს შეგიძლიათ.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები