დაფნისა და ნივრის შერწყმა ქმნის გასაოცარ წამალს  სახსრერების ტკივილის მოსახსნელად

1561

დაფნისა და ნივრის შერწყმა ქმნის გასაოცარ წამალს  სახსრერების ტკივილის მოსახსნელად

ჩემს გვარში მუხლის სახსრები ყველას ისე აწუხებდა, როცა მეც ამტკივდა, არც კი გამკ-
ვირვებია. თავდაპირველად მხოლოდ სითბური პროცედურებით და ფიზიოთერაპიული მანიპულაციებით გავდიოდი ფონს, მოგვიანებით კი ძლიერმოქმედ წამლებზეც გადავედი.

ერთხელ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა მითხრა, დაფნის ფოთლები ართრიტსა და ოსტეოქონდროზს განსაკუთრებით შველისო. რეცეპტიც მასწავლა.

ახლა აღარ ველოდები, როდის შემახსენებს თავს მტკივანი მუხლი — დადგება თუ არა შემოდგომა, ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას და ძალიან კმაყოფილი ვარ.

აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ
ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთს, გადაასხით თერმოსში და 6 საათით დატოვეთ.

მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, ყლუპობით (თითო ჩაის კოვზი), 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზის ერთბაშად მიღება არ შეიძლება). სვით 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი კი ვარდისფერი ხდება. ამან არ შეგაშინოთ.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა. მენიუდან უნდა ამოიღოთ პროდუქ–
ტები, რომლებიც „არ უყვარს“ სახსრებს.

კარგად გარეცხილი ნიახური ძირებიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწუ-
რეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

დარჩენილი ჩენჩო შეგიძლიათ შეათბოთ, დაიდოთ მტკივან სახსარზე, შეიხვიოთ და 1 საათს დაიტოვოთ. 3-4 ასეთი პროცედურის შემდეგ ტკივილი საერთოდ ქრება.

ეს საშუალება კარგია მათთვის, ვისაც ხელისა და ფეხის თითებზე ძვლოვანი ან
პოდაგრული წანაზარდები აქვს. ნიახურის ნახარში სასარგებლოა ქრონიკულად დაავადებული შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის, ღვიძლისა და პანკრეასისთვისაც.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები