როგორ უნდა მოიქცეთ როცა ქოლესტერინის სიჭარბეა ორგანიზმში?!

1314

როგორ უნდა მოიქცეთ როცა ქოლესტერინის სიჭარბეა ორგანიზმში?!

დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ქოლესტერინის მომატებას ნაადრევ სიბერემდე, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებამდე და მრავალ სხვა უსიამოვნებამდე მივყავართ.

მიუხედავად ამისა, არავინ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ იცავს კვების ჯანსაღრეჟიმს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის ოდენობას დააბალანსებდა.

სამწუხაროდ, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა.

გადავწყვიტე, საკუთარ თავზე თვითონვე მეზრუნა, გადავიკითხე წიგნები მცენარეული მედიცინის შესახებ, ავირჩიე სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი რამდენიმე რეცეპტი და დავიწყე მკურნალობა.

ეს უმარ-ტივესი რეცეპტები იყო, მათ მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა, საჭირო ბალახებს აფთიაქში იოლად ვშოულობდი.

გაგაცნობთ რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ფითრი, 1 სუფრის კოვზი
შვიტა, 1 სუფრის კოვზი გველის სურო, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

უნდა ჩაიტაროთ თვენახევრიანი კურსი შემოდგომასა და გაზაფხულზე. მე ასეთი კურსის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად და ჭარბი წონის მოსაცილებლად. ის, როგორც ახლახან შევიტყვე, ნატრიუმსა და კალციუმს უნიკალური თანაფარდობით — 10:1 — შეიცავს.

გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით. ამ მიკროელემენტის შემცველობით ბოსტნეულს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. უხვად არის მასში მაგნიუმიც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს და თრომბების
წარმოქმნას უშლის ხელს.

ჭარხალში არსებულ უჯრედისსა და პექტინებს ორგანიზმიდან სწრაფად გამოჰყავთ მავნე ქოლესტერინი.

მავნე ქოლესტერინისა და ათეროსკლეროზისგან ორგანიზმის დასაცავად ყოველდღე უნდა მიირთვათ 0,5 კგ-დან 1 კგ-მდე მოხარშული ჭარხალი — უნდა გაყოთ სამად ან ოთხად (რამდენჯერაც ტრაპეზობთ დღეში) და ყოველი ჭამის შემდეგ შეუკაზმავად დააყოლოთ ძირითად ულუფას. კურსი 15 დღიდან თვემდე გრძელდება.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები